x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტრაგედია ვლადიკავკაზის სასწრაფო დახმარების რესპუბლიკურ კლინიკაში, სადაც ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის გამო 11 ავადმყოფი დაიღუპა

image10 აგვისტო იყო, ზაფხულის თბილი საღამო, როცა ვლადიკავკაზის სასწრაფო დახმარების რესპუბლიკურ კლინიკაში ტრაგედია დატრიალდა.

ტექნიკური უწესივრობის გამო კლინიკის რეანიმაციულ და სხვა განყოფილებებს, სადაც ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტები იმყოფებოდნენ ჟანგბადის მიწოდება შეწყდა.

რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყველა პაციენტი დაიღუპა, რადგან მართვადი სუნთქვის აპარატების გაჩერებამ ასფიქსია გამოიწვია.

სამწუხაროდ და საუბედუროდ კლინიკას არ აღმოაჩნდა ჟანგბადის მიწოდების ალტერნატიული საშუალება, თუნდაც მცირე ზომის ჟანგბადის ბლონები რომელთა დახმარებითაც მოხდებოდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის ჟანგბადის მიწოდება.

კლინიკაში ასევე არ აღმოჩნდა ჟანგბადის ბალიშები რომელთა დახმარებითაც გადარჩებოდნენ ის პაციენტები რომლებიც გონებაზე იყვნენ და ბალიშიდან მიწოდებული ჟანგბადი იქნებოდა მათი გადარჩენის შანსი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლინიკის რეანიმაციის განყოფილებას და ზოგადად კლინიკას ჟანგბადი სპეციალური მაგისტრალით მიეწოდებოდა პირდაპირ ჟანგბადის სადგურიდან მიწისქვეშა მაგისტრალით რკინის მილის მეშვეობით.

მილზე გაჩენილმა კოროზიამ აღნიშნული მილის ჰერმეტულობა დაარღვია და მილიდან ჟანგბადი მიწისქვეშ გადენა დაიწყო რამაც კლინიკის სრული კოლაფსი გამოიწვია.

კლინიკის სპეციალურ განყოფილებაში მყოფი კოვიდიანი პაციენტები ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით ყველაზე ადრე დაიღუპნენ უჟანგბადობით.
კლინიკაში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი საათის ფარგლებში სპეციალური ჯგუფების მიერ იქნა სასწრაფოდ შეტანილი და საერთო სისტემაში ჩართული ჟანგბადის ბალონები, რომლებმაც შედარებით კარგად მყოფ ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებს დროული დახმარება გაუწია.

საერთო ჯამში დაიღუპა 11 ავადმოფი. შეიქმნა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც დარგის სპეციალისტებით იქნა დაკომპლექტებული.

საგამოძიებო უწყება კი აწარმოებს მოკვლევას, ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის უხარისხო შესრულებას.




0
68
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
68