x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ესპანეთის მეფის ყოფილ საყვარელს 6 მილიონი გადაუხადეს დუმილის სანაცვლოდ
image

ესპანეთის სამმა უმსხვილესმა ფირმამ მეფე ხუან კარლოსის ყოფილ საყვარელს 6 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სასიყვარულო ურთიერთობების დამადასტურებელი მტკიცებულებები საიდუმლოდ შეენახა, წერია პოლიციის კომისრის დღიურებში, რომლის შინაარსიც ამ დღეებში გახდა ცნობილი.


დღიურში ნათქვამია, რომ Repsol-ი, Santander-ი და Telefonica-ი 2, 3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს 1990-იანი წლების ბოლოდან განვადებით უხდიდნენ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც თავის მხრივ გადასცემდნენ ამ თანხას მოდელს და მის სამყაროს კონკურსანტს ბარბარა რეის.


ფული ხელიდან ხელში გადადიოდა მას შემდეგ, როდესაც ესპანეთის პრემიერ მინისტრი 1996 წლიდან 2006 წლამდე ხოსე მარია ასნარი, , შეხვდა Repsol-ის ხელმძღვანელს რამონ ბლანკო ბალინს და სთხოვა მას თანხების გადარიცხვა და დაარწმუნა, რომ სხვა თანხას ფირმებიც იხდიდნენ, ნათქვამია დღიურში.


imageფოტოზე: ბარბარა რეი 1970 წელი



ამ ინფორმაციამ გაჟონა მას შემდეგ, რაც ემილიო ალონსო მანგლანო, ესპანეთის უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, თავის მემუარებში ამტკიცებდა, რომ ქალბატონ რეის ჰქონდა მისი და მეფე კარლოსის ერთად გადაღებული ვიდეოები, რის გასაიდუმლოების სანაცვლოდაც მოდელმა მიიღო დიდი თანხები


თავად ქალბატონი რეი, მსახიობი და მოდელი, უარყოფს, რომ ოდესმე მიიღო ფული ხუან კარლოსისგან ან მისი გარემოცვისგან. დღიურში დასახელებულ არცერთ კომპანიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


ხუან კარლოსი, რომელიც ტახტიდან 2014 წელს გადადგა და ახლა ნებით ცხოვრობს ემიგრაციაში აბუ დაბიში, სამშობლოში კორუფციული სასამართლო პროცესების წინაშე მოუწია გამოსვლა, მანამდე უარყო რაიმე დანაშაული და თქვა, რომ მზად არის ისაუბროს პროკურორებთან.

imageფოტოზე ხუან კარლოსი ცოლთან-სოფიოსთან ერთად 2004 წელი


image ხუან კარლოსის საყვარელი კორინა ლარსონი(ფოტოზე), ვისთან რომანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და რის გამოც გადადგომა მოუწია 2014 წელს.





დღიურის ჩანაწერები სავარაუდოდ ეკუთვნის ხოსე მანუელ ვილიარეხოს, პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ პიროვნებას მიერ, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო საქმეებში ჩარევისთვის და ამჟამად ათობით სარჩელია მის წინააღმდეგ აღძრული.



ესპანური გაზეთი El Periodico მტიკიცებით რეი "აშანტაჟებდა" ხუან კარლოსს, რომელიც ასევე აღწერილია ორი ესპანელი ჟურნალისტის ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნში და აგრეთვე განხილული იყო ტელევიზიით გასულ კვირას.

imageფოტოზე :ბარბარა რეი 1980 წელი



ამბობენ, რომ ვილიარეხომ დეტალურად აღწერა შეხვედრა ცნობილ ბიზნესმენ ბალინთან, რომელშიც ბალინმა აღიარა ფულის გადახდა .


ამბობენ, რომ ხუან კარლოსი სერიული მრუში იყო, ერთ-ერთი ავტორის მტკიცებით, მას 5000-მდე საყვარელი ჰყავდა.

imageფოტოზე: ხუან კარლოსი, გასული საუკუნის 1970-იანი წლები



არსებობს კიდევ სხვა მოწმეთა ჩვენებებიც.მაგალითად ალბერტო კორტესი ესპანეთის საიდუმლო სამსახურის უფროსი, ამტკიცებს, რომ რომანი იყო მათ შორის და რომ რეის გადაუხადეს დუმილის სანაცვლოდ .



ემილიო ალონსო მანგლანო, რომელიც საიდუმლო სამსახურს 1981 წლიდან 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა, ორი ესპანელი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ მემუარებში იხსნებს, რომ რეიმ დიდი თანხა მიიღო მეფესგან მათი სასიყვარულო ურთიერთობის არ გამხელის სანაცვლოდ. ის ასევე ამტკიცებდა, რომ რეის ჰქონდა ვიდეოები, სადაც წყვილის სქესობრივი აქტი იყო აღეჭდილი, ვიდეო ჩაწერილი იყო მის სახლში სამი ფარული კამერის გამოყენებით.


„სასადილო ოთახში იყო ერთი ფარული კამერა და კიდევ ორიც ​​საძინებელში. თქვენ ყველაფრის მოსმენაც შეგეძლოთ, ”- იხსენებს მანგლანო.

image

image

ასევე იხილეთ



ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკელი მასაჟისტის დოროთე შტეინის(დოქტორი დოტი) ტელეინტერვიუს ეხმაურება, სადაც მიხეილს სააკაშვილზე საუბრობს და წერს: "მე ვინ მეკითხება, მაგრამ სააკაშვილს ცოტა მეტი დრო რომ მისცენ პროცესბზე იმის მოსაყოლად, თუ როგორ "აშენებდა" ქართულ სახელმწიფოს, რა...


ყოფილი იტალიელი ფრენბურთელი რობერტო კაზანიგა თაღლითის მსხვერპლი გახდა. იტყობინება The Mirror. გამოცემის ცნობით, სპორტსმენს 15 წლის განმავლობაში სჯეროდა, რომ ის სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ჰქონდა საქმე, თუმცა სინამდვილეში მას თაღლითთან ჰქონდა მიმოწერა. აღნიშნულია, რომ დაზარალებულს გოგონა არასოდეს უნახავს, ​​...


1)პარტნიორის ინტერესების იგნონირება არც ისე ცუდია, თუ განსხვავებული გემოვნება და ინტერესი გაქვს.თუმცა, ნუ უგულებელყოფთ თქვენი პარტნიორის გატაცებებს, მაშინაც კი, თუ მათ არ იზიარებთ.თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ თანამონაწილე ხართ.მაგალითად, მოუსმინეთ მის მიერ გაზიარებულ სიმღერას ან უყუროთ მის საყვარელ ფილმს მ...


გოგონამ აღნიშნა, რომ არ აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები მასზე და აპირებს ამ ცხოვრებით სრულფასოვნად დატკბეს. მოდელი, სახელად კაძუმი, კალიფორნიიდან, აშშ, ძალიან უჩვეულო მიღწევით ამაყობს. გოგონამ აღიარა, რომ 24 წლის თავზე 500 კაცთან იწვა. თუმცა, ის აქ გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო ექვსი წლის გეგმები უკვე წინასწარ დ...


ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა განმარტა, თუ რატომ მალავს საყვარელი მამაკაცის სახეს და ვინაობას. "შეკითხვები მომდის, სხვათა შორის გოგოებისგან არა, უფრო მამაკაცებისგან, რატომ აქვს ჩემთვის ძვირფას ადამიანს ჩემს პროფილში სახეზე "სმაილი". ძალიან მარტივია და იმედია, სწორად გაიგებთ, არაფერი დასამალი არ არის, არც ისეთი...

0
301
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0