x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გიორგი სანაია პიკნიკზე დავპატიჟე, სახლში მივიყვანე და რამდენიმე საათში მოკლეს, იუსტიციის მინისტრი ვიყავი“ - სააკაშვილი

image

„გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე", – აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ გიორგი სანაიას იცნობდა.

„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი...

ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი ზის აქ, აქუ­ბარ­დია არის აქ, თუ – არა? არ არის, მაგ­რამ აქუ­ბარ­დი­ას სტუ­დი­ა­ში გა­ვი­ზარ­დეთ ჩვენ ყვე­ლა­ნი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი გა­ვი­ზარ­დეთ იქ… ოპე­რის უკან. დღე­საც ასეა, დე­და­ჩემ­მა მკი­თხა ამას­წი­ნათ, მი­ვი­დე თუ არაო, რა თქმა უნდა, უნდა მიხ­ვი­დე – მეთ­ქი, სხვა თუ არა­ფე­რი, ასე­თი მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, არ მი­ნა­ხია ცხოვ­რე­ბა­ში…“ – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0