x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"გვიდგება მძიმე ჟამი - პერიოდი, რომელთან შედარებითაც 1993 წელი სამოთხედ მოგვეჩვენება"-აფხაზეთის სუვერენიტეტი საფრთხეშია
image

ოპოზიცია, კერძოდ აფხაზეთის სახალხო პატრიოტული კავშირი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრის გამო მწვავედ აკრიტიკებს.



ოპოზიცია ბჟანიას აფრთხილებს ნაჩქარევი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რომელიც "ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო შეთანხმებებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობასა და სახელმწიფოებრიობას".


როგორც გახდა ცნობილი რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ შემოქმედებით ინტელიგენციასთან შეხვედრის დროს განაცხადა:



„ინტეგრაციულ პროცესები, ეს არის ის, რასაც სხვაგვარადაც შეიძლება ვუწოდოთ: არა აბსოლუტური სუვერენიტეტი. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარება და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, არსებითად ეს გავიზიარეთ: საგარეო პოლიტიკური საკითხები, რუბლის ზონა... თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში რაღაცეები უკვე გაკეთდა. მეტის გაკეთებაა საჭირო... ამაში მხოლოდ პლიუსებს ვხედავ, რადგან ჩვენთვის ძვირი, მიუწვდომელი მოვლენაა თანამედროვე შეიარაღებული ძალების შენარჩუნება...“.



სახალხო პატრიოტულ კავშირში ამბობენ, რომ ბჟანია ადრეც ცდილობდა შეეცვალა აფხაზეთის განვითარების საგარეო პოლიტიკური ვექტორი. „აუცილებლად მიგვაჩნია შეგახსენოთ თქვენ და აფხაზეთის მოსახლეობას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის ისეთ უპასუხისმგებლო მცდელობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს. ასე რომ, 2020 წლის 4 დეკემბერს თქვენ დაამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა მრავალდონიანი საგარეო კონტაქტებს და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც შემდგომ გააუქმეთ ოპოზიციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზეწოლით.“.



ოპოზიცია მიუთითებს იმას, რომ აფხაზი ხალხისთვის „უპირობო და აშკარაა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა“. თუმცა, შესაბამისი შეთანხმებები „ექსკლუზიურად თანაბარ და პარტნიორულ ურთიერთობებს ითვალისწინებს“, - აცხადებენ ოპოზიციური ასოციაციის წარმომადგენლები.


„თქვენი შემდეგი მცდელობა, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს, იწვევს საფუძვლიან გაკვირვებას და შეშფოთებას. ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ ხასიათის საჯარო მოწოდებისთვის, მასობრივი საინფორმაციო საშულებების განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის შელახვისკენ'-. ნათქვამია განცხადებაში.



ვითარება მართლაც მძიმეა, წერს გამოცემა Accentnews-ი თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში, რუსეთთან განსაკუთრებული, «მეგობრული» ურთიერთობების დაწყების მომენტიდან ის სხვაგვარი არც ყოფილა. ეთანხმებოდნენ რა რუსების ნებისმიერ შემოთავაზებას, აწერდნენ რა ხელს სხვადასხვა შეთანხმებებს, იღებდნენ რა შესაბამის ვალდებულებებს, აფხაზეთის პრეზიდენტები ვერც ამჩნევდნენ, როგორ გადაიქცა ჩვენი ქვეყანა კოლონიალურ დასახლებად — დამოკიდებულ ტერიტორიად, რომელიც უცხო ქვეყნის მმართველობის ქვეშაა, არ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ხელისუფლება და განსაკუთრებული რეჟიმის საფუძველზე იმართება. ახლა იმ ვალების დაფარვის დრო დადგა, რომლითაც მხოლოდ მმართველები და მათი საახლობლო მდიდრდებოდნენ. მათი სისუსტისთვის, სიმხდალისა და სიხარბისთვის ფასის გადახდა მთელს აფხაზ ხალხს მოუწევს. და საკითხის ფასი სუვერენიტეტია, რომელიც მოგვიწევს, თვითგადარჩენისთვის დავთმოთ.

თუმცა საქმე ისე მარტივად არაა, როგორც პრეზიდენტს შეიძლება, ეგონოს. ხალხისთვის, მისი ყოფის ყოველდღიური დამძიმების მიუხედავად, მსგავსი პერსპექტივა მიუღებელია. და გასაგები ხდება, რომ «სტრატეგიული პარტნიორისა» და «დიდი მეგობრის» ნების უბრძოლველად აღსრულებას არავინ აპირებს.



«გამოდის, უნდა დავივიწყოთ წინაპრები, დაღვრილი სისხლი, დაღუპულები?! ეს არ მოხდება! თუ ბჟანია ამ საუბრებს არ შეწყვეტს, აფხაზი ხალხის ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. რუსეთს კი ეს ამ მომენტში არაფერში სჭირდება. არ გამოუვა მოსკოვს, დაღუპოს ყველა აფხაზი, რომელიც მსგავს ცინიკურ შთანთქმას ეწინააღმდეგება», - დარწმუნებულია ჩვენი რესპონდენტი ალხასი.



«ცხადია, ინტეგრაციის შემთხვევაში სუვერენიტეტის ნაწილობრივი დათმობა მოგვიწევს. მაგრამ სუვერენული სახელმწიფო შეიძლება, თავისი სუვერენიტეტის ნაწილს არა სხვა სახელმწიფოში შესვლის, არამედ რაიმე რეგიონულ, საერთაშორისო სტრუქტურაში, მაგალითად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებისთვის თმობდეს. ჩვენ კი რატომღაც მასში თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით მიღების ამოცანას არ ვისახავთ», - წერს თავის Facebook-გვერდზე იგივე ანატოლი ოტირბა.



"და სწორედ აქაა ძაღლის თავი ჩამარხული. რუსეთი არასოდეს შესთავაზებს აფხაზეთს არაფერს, შერწყმის გარდა. იმისთვის კი არ გვიგდებდა გამხმარ პურს, რომ თანასწორუფლებიან სრულფასოვან პარტნიორად ვექციეთ.

მთელს ამ სკანდალში არ მასვენებს ერთი კითხვა. როცა ვწერდი, რომ სწორედ ასე მოხდებოდა, რომ რუსები აფხაზეთს მიწებს ართმევდნენ, რომ უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგში შეიძლებოდა, ყოფილიყო და ჩვენც სულ უფრო ღრმად ვყლაპავდით სატყუარას, აფხაზური საზოგადოების ნაწილი არ იჯერებდა და «თავხედურ ტყუილად» მითვლიდა. სხვადასხვა ექსპერტები ჩემი გაფრთხილებების განხილვისას წერდნენ, რომ აფხაზეთში «ყველას უყვარს რუსეთი და არავითარი ანტირუსული განწყობები არ არის». ახლაც ასე ფიქრობენ, საინტერესოა?

ახლა — მთავარი: რა ემუქრება აფხაზეთს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ნათელია, რომ რუსეთი ჩვენს დასასჯელად ჩაკეტავს საზღვრებს, გაზრდის რესპუბლიკაში ბაზირებული სამხედროების უფლებამოსილებებს, მაღალი ალბათობით, სრულად შეწყვეტს ფინანსურ ნაკადებს, ჩაგვიხერგავს გარე სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს, მერე კი ჩამოჯდება და დაელოდება, როდის ამოვხოცავთ თავად აფხაზები ერთმანეთს. გადარჩენილებთან შეთანხმება ხომ გაცილებით ადვილი იქნება.

ასე, რომ, თანამემამულენო, გვიდგება მძიმე ჟამი - პერიოდი, რომელთან შედარებითაც 1993 წელი სამოთხედ მოგვეჩვენება. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული აფხაზეთის მომავალი, რომელზეც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამხედრო დერჟავამ აღმართა ხმალი."

1
482
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
2021, 3 დეკემბერი, 18:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1