x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფეხმძიმე ფლავია ბერტოცის მკვლელობის ისტორია - კრიმინალური არქივიდან
image

ზუსტად 19 წლის წინ, 2002 წლის 3 დეკემბერს შვეიცარიაში მოხდა საშინელი დანაშაული, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ პერიოდში. მოკლული იქნა 31 წლის ფეხმძიმე ფაბია ბერტოცი, რომელიც ტყუპებს ელოდებოდა, შემზარავია არა მარტო თავად დანაშაული, არამედ მოტივიც, რომელიც არავითარ გაგებაში და ადამიანურ სტანდარტებში არ ჯდება.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2002 წლის 31 მარტს, მებაჟეებმა გააჩერეს ფრანკუფრტიდან ჟენევაში მიმავალი გერმანიის და რუმინეთის მოქალაქის, კარლ ოპრისის მანქანა კიასო-ბროჯედას გზატკეცილზე და როგორც მან მოგვიანებით განაცხადა, მას ჩხრეკის დროს უპოვეს დასაკეცი დანა ე.წ. "პეპელა", რის შეტანაც შვეიცარიაში აკრძალული იყო, ოპრისმა ეს ფაქტი გააპროტესტა, გაცხარებუელი კამათის შემდეგ მებაჟეები იძულებული გახდნენ მისთვის სახეში ცრემლსადენი გაზი შეესხათ და ფიზიკურადაც შეეხებოდნენ. ამის გარდა ჯარიმაც გამოუწერეს 50 ფრანკის ოდენობით.ამ ინციდენტის შემდეგ კარლ ოპრისმა მებაჟეების ქმედებებზე საჩივარი შეიტანა შვეიცარიის სამხედრო ტრიბუნალში, მაგრამ იქიდან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომელშიც ნათქვამია, რომ მებაჟეების ქმედებები კანონიერი იყო.


სწორედ ამის შემდეგ კარლ ოპრისმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა მებაჟეებზე, რისთვისაც ის დაუკავშირდა "ავტორიტეტულ" მეგობრებს მოლდოვადან. მაგრამ ისინი შვეიცარიაში ვერ ჩავიდნენ, რადგან ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ამის შემდეგ კარლ ოპრისი თავის მეორე მეგობარს, ავღანეთის ომის ვეტერანს, რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრე ბაკაევს დაუკავშირდა.



ის იმ დროს სამსახურს ეძებდა გერმანიაში. ყოფილ მედესანტეს კარლ ოპრისმა შესთავაზა სამი შვეიცარიელი მებაჟეების პოვნა და მათი მოკვლა, რისთვისაც 1000 ევროს შეპირდა.


პირველ რიგში, მან გადაწყვიტა ამ სამიდან ერთ-ერთი მებაჟის ანდრეას ბერტოცისთან საქმის გარჩევა, რომელიც შვეიცარიის პატარა ქალაქ პონტე კაპრიასკაში ცხოვრობდა.


მაგრამ როდესაც 2002 წლის 3 დეკემბერს მის სახლში ალექსანდრე ბაკაევი და კარლ ოპრისი მივიდნენ, მებაჟის მეუღლემ, ფლავიამ მათ უთხრა, რომ მისი ქმარი მორიგე იყო და "მალე არ დაბრუნდებოდა". ამის გაგონებაზე კარლ ოპრისმა, ქალს გაზის პისტოლეტი მიადო და უთხრა, რომ ის "რუსული მაფიიდან" იყო.შემდეგ ქალი სახლში შეათრია. აღმოჩნდა, რომ იქ იყო მისი მეგობარი გ.ს. რომელმაც პოლიციას მომხდარის შესახებ მოგვიანებით განუცხადა.

imageფოტოზე :ფაბია ბერტოცი




თავდამსხმელებმა ქალები სკამებზე მიაბეს და პირი ლენტით აუკრეს. ამის შემდეგ კარლ ოპრისმა ალექსანდრე ბაკაევს უბრძანა ფლავია ბერტოცისთვიის ყელი გამოეჭრა, რაც მან გააკეთა კიდეც. ფლავია ფეხმძიმე იყო და ტყუპებს ელოდებოდა.

ის შემდეგ მამაკაცებმა მებაჟეს მოლოდინში გარკვეული პერიოდი კიდევ დაჰყვეს დანაშაულის ადგილზე, შემდეგ წავიდნენ და ფლავია ბერტოცის შოკირებული დაქალი სკამზე მიბმული დატოვეს.


ცოცხალი ის მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ამბის მიმტანი ყოფილიყო ანდრეას ბეტროცისთან, რათა სცოდნოდა, რის გამო მოკლეს მისი ცოლი.


მოგვიანებით მან შვეიცარიელ დეტექტივებს უამბო მკვლელების შესახებ, რის შემდეგაც ალექსანდრე ბაკაევზე და კარლ ოპრისზე ძებნა გამოცხადდა. ეს უკანასკნელი მალე რუმინეთში დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.



image


ხოლო ალექსანდრე ბაკაევზე შვეიცარიის ხელისუფლებამ ჯილდო 50 000 ევრო დააწესა.ის რუსეთში სამი წლის შემდეგ, 2005 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. ის სამშობლოში გაასამართლეს, რადგან რუსეთი, რუმინეთის მსგავსად, თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.მას 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


image


image

ასევე დაგაინტერესებთ(სერიები კრიმინალური არქივიდან)


დედობის სურვილით შეშლილმა უნაყოფო ქალმა გადაწყვიტა მოეკლა მეზობლის ფეხმძიმე გოგონა და მის ბავშვს დაუფლებოდა. საშინელი ამბავი დატრიალდა ჩრდილოეთ დაკოტაში 19 აგვისტოს, როდესაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა ქალაქ ფარგოს მაცხოვრებელი 22 წლის სავანა გრეიუინდი. სავანა ფეხმძიმობის მე-8 თვეში იმყოფებოდა და გინეკოლოგი...


ჯემილა ტუნსტეილი და ტიფანი ჰალი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ ქალაქ სენტ-ლუისში( ილინოისის შტატი-ა.შ.შ).ისინი განუყრელ მეგობრებად ითვლებოდნენ.როცა წამოიზარდნენ უკვე ბიჭებისკენ გახედვაც დაიწყეს.თუმცა საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში უფრო ჯემილა იყო. იგი მხიარული, მინი...



1922 წლის 22 აგვისტოს პოლიცია გამოძახების შემდეგ მივიდა კერძო სახლში, სადაც აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული თეთრკანიანი შუა ხნის მამაკაცი.იქვე კარადაში ჩაკეტილი იყო მისი ცოლი;ცოცხალი და საღსალმათი. ქალის სახელი და გვარი გახლდათ ველბურგ "დოლი" ოსტერრეიხი, მეწარმის და ბიზნესმენის, ფრედი ოსტერრეიხის მეუღლე, ცოლმა განაცხად...



გასული საუკუნის 80-იან წლებში როსტოვის ოლქში დაიწყო კოშმარული ეპიდემია, ეს მხარე იქცა სერიული მანიაკი-მკვლელების ბუდედ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, მარტო როსტოვის ოლქმა მსოფლიოს "აჩუქა" 37 მკვლელი-მანიაკი, რითაც სამარცხვინო #1 ადგილით იწონებს თავს მთელს მსოფლიოში.მათ შორის არიან ანდრეი ჩიკატილო, ვლადიმერ მუხანკინი, რომან ბურცევი და სხვები.ფსიქოლოგები ...



ეს საშინელი ისტორიები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ბავშვებს და მოზარდებს ვასწავლოთ, რომ არ ენდნონ და არ გაჰყვნენ უცნობ ადმამიანებს, მით უმეტეს თუ ისინი ძალზე კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ, ამის გარდა არც თუ იშვიათად გამტაცებლები არიან ნაცნობები ან ახლობელი ადამიანები. ფუსაკო სანო-გატაც...

1
195
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
195
  
2021, 3 დეკემბერი, 17:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1