x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 სულელური შეცდომა ისტორიულ ფილმებში, რომლებიც რეჟისორებს უბრალოდ არ ეკადრებოდათ

ფილმის გადაღებების დროს ბევრი დეტალი შეიძლება იყოს გამორჩენილი, ან კადრში ზედმეტი ნივთი ან თუნდაც გადამღები ჯგუფის რომელიმე წევრი ჩანდეს, აი ისტორიული უზუსტობები კი განსაკუთრებით ისტორიული ჟანრის ფილმებში ყველაზე შესამჩნევია:

1. კარიბის ზღვის მეკობრეები

კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმებში ნაჩვენებია 1740-იანი წლების მოვლენები. იმ დღეებში ხალხს ხილთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ვაშლი ფილმში (1868 წლამდე არ მოიხმარდნენ) და ტკბილი ბანანი (პირველად გამოჩნდა 1836 წელს).image

2. მწვანე მილი

ფილმის მოვლენები ვითარდება 1935 წელს ლუიზიანაში. ყველა სასიკვდილო განაჩენი მწვანე მილში ხორციელდება ელექტრო სკამით. თუმცა, ლუიზიანაში ელექტრო სკამი 1941 წლამდე არ გამოიყენებოდა.image

3. იმიტაციის თამაში

ეს ფილმი მოგვითხრობს ინგლისელ მათემატიკოს ალან ტურინგზე, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ენიგმას კოდის გასატეხად. ფაქტობრივად, ის იყენებდა გორდონ უელჩმანის დახმარებას, მათემატიკოსის, რომლის სახელი არც კი იყო ნახსენები ფილმში.image

4. აპოლო 13

თითქოს ყველაფერი კარგადაა ამ მშვენიერ ფილმში ამერიკელი ასტრონავტის თომას კენეტ მეტინგლის შესახებ. თუმცა ის არ მონაწილეობდა აპოლო 13-ის სამაშველო მისიაში. ზემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ ნამდვილი კენ მატინგლი, ხოლო ფილმის ჩარჩოში მსახიობი (გარი სინისი, შუაში), რომელსაც მისი როლი ჰქონდა ფილმში.image

5. ტროა

ეს ფილმი სავსეა შეცდომებით, მონეტებიდან დაწყებული, რომლებსაც მიცვალებულებს თვალებზე ადებდნენ ( იმ დროს მონეტები საერთოდ არ არსებობდა), დამთავრებული მეტალის ქოლგით, რომელიც ასე ამშვენებს პარისის და ელენას თავებს.image

6. ტიტანიკი

როდესაც ჯეკი ცდილობს როუზის თვითმკვლელობა გაააფიქრებინოს ფილმის დასაწყისში, ის უყვება რაღაც ისტორიას და აღნიშნავს, რომ ერთხელ თევზაობდა მშობლიურ ვისკონსინში, ვისოტას ტბაზე. მაგრამ სინამდვილეში ეს ხელოვნური ტბა არ არსებობდა 1917 წლამდე, ანუ ტიტანიკის ჩაძირვიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ გამოჩნდა.
image

7. ჯონ კენედი, სროლები დალასში

ამ ფილმმა ჯონ კენედის გარდაცვალების გარშემო შეთქმულების თეორიების გამავრცელებლების მხოლოდ დამატებითი სტიმული მისცა. დევიდ ფერი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრალდებული მკვლელობაში. ფილმის ერთ-ერთ სცენაში სასტუმრო ფონტენბლოში ის „აღიარებას“ დანაშაულს. სინამდვილეში, ის არასოდეს არაფერს აღიარებდა და ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის მონაწილეობას მკვლელობაში.image

8. გლადიატორი

ამ ფილმში კი შეგიძლია იხილოთ, როგორ გადააქვთ ძველ რომაელებს ცხენების ეტლით გაზის ბალონი.image

9. უკანასკნელი სამურაი

ფილმის ზოგიერთ სცენაში ჩანს ამერიკის ძველი დროშა 43 ვარსკვლავით. მაგრამ "უკანასკნელი სამურაის" მოქმედება ხდება 1876 წელს - და დროშაზე 43 ვარსკვლავი გამოჩნდა მხოლოდ 1891 წელს, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა, მონტანა, ვაშინგტონი და აიდაჰო შეუერთდნენ შტატებს.image

10. მამაცი გული

ისტორიული დრამის ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ სურათში ისტორიულ უზუსტობებზე ბევრი ითქვა, აი ერთ-ერთი მათგანიც: ფაქტობრივად, უილიამ უოლასის დროს შოტლანდიაში არავის ეცვა კილტები (ისინი გაცილებით გვიან გამოჩნდა) და მით უმეტეს, ბრძოლამდე სახეებს ლურჯად ან სხვა ფერებში არ იხატავდნენ.image








0
652
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0