x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიოს ხალხთა 5 გამაოგნებელი სასიყვარულო ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image

ამბობენ, რომ სიყვარულის ენა ნებისმიერი ერისთვის უნივერსალურია, მაგრამ ფრანგული გაცნობის აპლიკაცია "Happn" -ი ამტკიცებს, რომ ეს ასე სულაც არ არის. წარმოგიდგენთ საინტერესო და ამავდროულად უცნაურ ხალხთა ტრადიციებს, რომელთაგან ზოგიერთი თქვენც კი მოგეწონებათ

image

შეყვარებულების დღე მთელი წლის განმავლობაში


image


მაგალითად, სამხრეთ კორეაში შეყვარებულების დღე წელიწადში არა მხოლოდ ერთ დღეს, 14 თებერვალს, არამედ ყოველი თვის 14 რიცხვში აღინიშნება. მაგალითად, 14 ივლისი არის ვერცხლის დღე, როდესაც პარტნიორები ერთმანეთში ვერცხლის ბეჭდებს ცვლიან, 14 აგვისტო კი-მწვანე დღეა, დღე, როდესაც შეყვარებულები ბუნებაში სასეირნოდ გადიან.



ხეზე ქორწინება


image


ინდოეთში ასტროლოგიურ პროგნოზებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. მაგალითად, თუ პატარძლისა და სიძის ვარსკვლავი მარსის მფარველობაში იმყოფება, მაშინ წყვილის ქორწინება განწირულია, ხოლო იმისთვის რომ ახალგაზრდების მომავალი კავშირი გადარჩეს, ერთ-ერთი მათგანი ბანანის ხეზე უნდა დაინიშნოს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შეყვარებულებს მხოლოდ ხესთან განქორწინების შემდეგ შეუძლიათ შეუღლება.



მეგობრის დახმარება


image


თუ ოდესმე ჩინელ ბიჭთან პაემანზე წასვლას გადაწყვეტთ, მზად იყავით რომ ის თან თავის მეგობარსაც წამოიყვანს. როგორც ნამდვილი მეგობარი, ის არა მხოლოდ თქვენს კავალერს შეაქებს, არამედ ორივეს ნაცვლადაც გადაიხდის. მგონი ცუდი არ უნდა იყოს, რას იტყვით?




წინასწარ გადახდა


image


ტაილანდის პროვინცია ჩიანგრაიში, თქვენ ჯერ პაემნის უფლება უნდა მოიპოვოთ, ანუ უფრო სწორად ის დრო უნდა იყიდოთ, რომელიც გსურთ რომ გოგონასთან გაატაროთ. ფულს რაღა თქმა უნდა, გოგონას მშობლები იღებენ.



საქმროს გატაცება


image


ხოლო აი, ბიჰარის შტატში მცხოვრებმა ინდოელმა ქალებმა საერთოდ არ იციან რა არის უპასუხო სიყვარული. თუ მათ ბიჭი მოეწონებათ, მათ შეუძლიათ ის უბრალოდ გაიტაცონ. ზოგჯერ, ასეთი გატაცებების შემდეგ წყვილი საქორწილო ცერემონიას ფარულად აწყობს.



0
402
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
402