x
image
მაკა ნიკვაშვილი
10 შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება

image


კაცობრიობის ისტორია - საოცარი მოვლენების უზარმაზარი, ფენომენალური ტილოა, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ შოკსა და გაკვირვებას იწვევს. დღევანდელ პოსტში მოგიყვებით თუ რომელი არქეოლოგიური აღმოჩენა რჩება დღემდე ამოუხსნელი და რომელი მათგანი იწვევს მეცნიერებს შორის ჯერ კიდევ მწვავე კამათს.




1. ვოინიჩის ხელნაწერი


image


ეს მანუსკრიპტი, რომელიც დაახლოებით მე-15 საუკუნით თარიღდება, უცნობი ავტორის მიერ გამოგონილ ენაზე იქნა დაწერილი, აღნიშნული ხელნაწერი XXI საუკუნის ლინგვისტიკის, კრიპტოლოგიისა და სემიოტიკის ყველაზე იდუმალ საიდუმლოს წარმოადგენს. ხელნაწერის არასტანდარტული ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ ის დაწერილია უნიკალური ანბანის გამოყენებით, რომელიც არცერთ ცნობილ დამწერლობით სისტემას არ ჰგავს. ამჟამად ვოინიჩის ხელნაწერი იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.




2. მუმიებზე აღმოჩენილი კოკაინისა და თამბაქოს კვალი



image


1992 წელს გერმანელმა მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიების ნაშთებზე კოკაინისა და ნიკოტინის კვალი აღმოაჩინეს. ყველაზე საოცარი კი ის არის რომ მცენარეები, რომლებიც კოკაინსა და ნიკოტინს შეიცავდა იმ დროს მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა.



3.ბაღდადის ბატარეა


image


გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაღდადის მახლობლად იდუმალი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც 13 სანტიმეტრიან ჭურჭელს მოგაგონებდათ, რომლის ყელშიც მოთავსებული იყო რკინის კვერთხი რომელსაც კოროზიის კვალი ეტყობოდა, შიგნით კი სპილენძის ცილინდრი იყო ჩამონტაჟებული. თავად მის შიგნით კი ასევე რკინის ღერო იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ბატარეა ყოფილიყო, რომელიც ელექტროენერგიას ქმნიდა, თუმცა მისი დანიშნულება მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია.





4. ინკების ოქროს ფიგურები


image


ოქროს ფიგურები, რომლებიც ერთი შეხედვით საფრენ აპარატებს მოგაგონებთ, სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს და დღემდე ბევრ კითხვას აჩენს. უცნობია, თუ რამ შთააგონა ინკებს მსგავსი გაურკვევლი ფიგურების შექმნა.





5. იმპერატორ ცინ შიხუანდის ტერაკოტის არმია



image


ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის პირველი ქანდაკება 1974 წელს აღმოაჩინეს. დღესდღეობით, ის იუნესკოს სიაშია შეტანილი და მკაცრად არის დაცული. საფლავს პირობითი სახელი იმის გამო მიენიჭა, რომ მასში გამომწვარი თიხის, ტერაკოტისაგან დამზადებული აბჯარასხმული ჯარისკაცებისა და მათი ცხენების ნატურალური მასშტაბის 8000-ზე მეტი ქანდაკება იქნა ნაპოვნი. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, თუ რა მიზნით იქნა აღნიშნული სამარხი გაკეთებული.



6. საოცარი პუმა პუნკუს ქვები


image


ეს ნანგრევები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს ყველაზე ძველია დედამიწაზე. ისინი ყველაზე გამძლე მასალებისგან - გრანიტისა და დიორიტისგან არის დამზადებული - ეს საოცარი ქვები პრაქტიკულად 800 ტონას იწონის და განსაცვიფრებელი სიზუსტით არის დამუშავებული, რაც მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენებით მიიღწევა, თუმცა იმ პერიოდში ასეთი ტექნოლოგიები პრაქტიკულად არ არსებობდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ნანგრევები ალმასის მოწყობილობების გამოყენებით იყო მოჩუქურთმებული.




7. ტურინის სუდარა


image


ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქრისტიანული რელიქვიაა. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტეს ცხედარი სწორედ ამ სუდარაში იყო გახვეული. ამ აღმოჩენის ავთენტურობის შესახებ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.






8. გიზას დიდი პირამიდები


image


პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი დღემდე იპყრობს არქეოლოგების, ფიზიკოსებისა და ასტროლოგების ყურადღებას. უცნობია, რეალურად როგორ მოხდა მათი აშენება, ვინ ააგო ან რა ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინაიდან თითოეული პირამიდის ფილა დაახლოებით 6-7 ზოგი კი, 10 ტონასაც კი იწონის!



9. სტოუნჰენჯი (ინგლისი)


image


ამ რგოლისებრ ქვის კონსტრუქციებს მთელ მსოფლიოში ყველა იცნობს, თუმცა რა მიზნით იქნა ისინი აგებული დღემდე უცნობია. 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.




10. ნასკას ხაზები


image


ნაზკას ხაზები - ნასკას ფერდობზე უზარმაზარ გეომეტრიულ და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფს წარმოადგენს. პერუს სამხრეთით წარმოდგენილ გამოსახულებათა შორის შეხვდებით როგორც პირდაპირ ხაზებს, სამკუთხედებს, სპირალებსა და ჩიტებს, ასევე მაიმუნებს, ობობებსა და ყვავილებს. რამდენადაც, თითოეული გამოსახულება ათეულობით მეტრია დიამეტრში, დედამიწიდან მათი აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორ და რა მიზნით შეიქმნა ისინი დღემდე უცნობია.






0
608
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
608