x
image
თუთიკო ბერძენა
გოეთე - "ვისგანაც რაღაცას ვსწავლობდი, ბევრი ერია როგორც ბრძენი, ასევე სულელი"
image
დღეს, ამდენი "თვითგანვითარებული ტალანტის" მომრავლებისას ალბათ ეს სიტყვები უნდა იყოს დამწყები სპეციალისტების სამახსოვრო.. (და არა მარტო მედიცინის სფეროში):

"საჭიროა, მუდამ ვისწავლოთ და ავითვისოთ მათგან, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა, ასევე მათგანაც, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. თვით უდიდესი ტალანტიც ვერ წავა წინ, მარტოოდენ საკუთარ თავს რომ მიენდოს. მთელი ჩემი მიღწევები იმ ათასობით დიდი თუ პატარა ადამიანის ნააზრევს, ნამოქმედარსა და გამოცდილებას ეფუძნება, ვინც ყოფილა ადრე და ვინც დღეს ჩემს თვალწინ დადის. მე ვიცნობდი ბევრ ისეთს, ვინც ამტკიცებდა: არასოდეს არავის მოსწავლე არ ვყოფილვარ და ყველაფერს საკუთარი დიდი ნიჭით მივაღწიეო... შლეგები.. იმ პირთა შორის, ვისგანაც რაღაცას ვსწავლობდი, ბევრი ერია როგორც ბრძენი, ასევე სულელი, როგორც ნათელი, ასევე შეზღუდული გონების პატრონიც.

ყოველი მათგანი ისე მომითხრობდა, ვის როგორ გაუჭრიდა ჭკუა, ვინ როგორ ფიქრობდა, ვინ როგორ ცხოვრობდა, როგორ მუშაობდა, ვის რა გამოცდილება მოეხვეჭა ცხოვრების გზაზე. მე კი სხვა რაღა დამრჩენოდა, თუ არა ის, რომ ის ყველაფერი ამეთვისებინა, მომეხვეჭა და მომემკო, რაც ჩემთვის სხვებს დაუთესიათ. თუ რამე არ გამეგებოდა, არასოდეს მითაკილია მეკითხა. ასე რომ ჩემი ქმნილებანი მარტოოდენ ჩემი საკუთარი სიბრძნის წყალობა სულაც არ არის." /წიგნიდან "გოეთეს საუბრები ეკერმანთან" – საუბარი სორესთან/

აი, ასე ამბობდა ყველაზე დიდი გერმანელი, "ფაუსტის" ავტორი გოეთე. ისე, ფაუსტიც ექიმი იყო...
0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0