x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
10 ცნობილი კინოსცენა, რომელთა გახსენებაც მსახიობებს არ უყვართ

გადაღების პროცესი ყოველთვის სასიამოვნო არაა მსახიობებისთვის, არის შემთხვევები, როდესაც მათ ამა თუ იმ დუბლის გადაღებების გახსნებაც კი არ უნდათ ხოლმე:

1. კიმ კეტროლი სერიალში “სექსი დიდ ქალაქში"

კეტროლი ერთ-ერთი სერიის გადაღებებს ჯერ კიდევ ცუდად იხსენებს, საქმე იმაშია, მის პარტნიორს, რომელიც სცენარის მიხედვით ქალს ზემოდან ეცემა, შემთხვევით ამ დაცემისას გაზები გაეპარა. “ნამდვილად საზიზღრობა იყო"-იხსენებს მსახიობი, თუმცა იმ მსახიობის ვინაობა, რომელმაც გადასაღებ მოედანზე ჰაერი გააფუჭა, დელიკატურად არ დაასახელა.image

2. სამეფო კარის თამაშები-კიტ ჰარინგტონი

კიტ ჰარინგტონს სძულს სერიალის ის მომენტები, როდესაც მისი პერსონაჟი დრაკონებზე დაფრინავს მსახიობს არაერთხელ გაუგია ემილია კლარკის წუწუნი იმის შესახებ, თუ რა ძნელია მსგავსი დუბლების გადაღება, მას ხომ რეკვიზიტებთან უნდა მოეჩვენებინა თავი, თითქოს ცოცხალი არსებები იყვნენ.

“მის მდგომარეობაში ვერ შევედი, სანამ მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდი, მსახიობის თამაშს ვერ ვუწოდებ იმას, რასაც ვაკეთებდი, საშინლად არაკომფორტული იყო"image

3. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი- იმელდა სტონტონი

სტონტონმა პროფესორი ამბრიჯის როლი იდეალურად შეასრულა, ისე, რომ მისი პერსონაჟი უკლებლიუვ ყველას შესძულდა. მსახიობის თქმით მისი როლი ძალიან უყვარს, მაგრამ იმ სცენის გამო ჯერ კიდევ საშინლად გრძნობს თავს, სადაც ამბრიჯი ჰარის თავზე დასტრიალებს და აიძულებს სიტყვების “მე არ უნდა ვიცრუო" ამოკაწვრას საკუთარ ხელზე. image

4. სასოწარკვეთილი- სელმა ჰაიეკი

ფილმში სელმა ჰაიეკის დებიუტი შედგა, თუმცა ეს გამოცდილება კარგად არ დამახოვრებია. საქმე იმაშია, რომ ფილმში საკმაოდ თამამი სასიყვარულო სცენაა, თუმცა ამ სცენის გამო მხოლოდ თვითონ რცხვენოდა, აი ანტონიო ბანდერასი კი თავს მშვენივრად გრძნობდა.image

5. მძიმე დანაშაული- აარონ პოლი

სერიალში არის სცენა, სადაც აარონის გმირი თავის შეყვარებულს მკვდარს პოულობს იატაკზე და დაბნეული მის გაღვიძებას ცდილობს. მსახიობის თქმით ეს სცენა და სიტუაცია სამუდამოდ ჩიაიბეჭდა მის გონებაში.image

6. ბინდი- ანა კენდრიკი

კენდრიკი უბრალოდ ვეწრ იტანს თავის როლს ცნობილ ვამპირულ საგაში, განსაკუთრებით კი პირველ ნაწილში სადაც მისი თქმით მან უბრალოდ ბელს მიანიშნა ვინ იყვნენ ფერმკრთალი უცნაური მოსწავლეები სკოლაში, დანარჩენი დრო კი ცუდ მინდში, წვიმაში უაზროდ დადიოდა. “გარშემო წვიმის გამო ვერავის ვიტანდი, საშინლად ციოდა".image


7. დრაკულა-ვაინონა რაიდერი

გადაღებების დროს მსახიობს გარკვეული ემოციები უნდა ეჩვენებინა, რაც არ გამოსდიოდა, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი რეჟისორმა ყველას უბრძანა ახალგაზრდა გოგონას ხმამაღლა გალანძღვა, მთელი გადამღები ჯგუფი, კიანუ რივზის და ენტონი ჰოპკინსის გარდა დაემორჩილა ამ ბრძანებას, ასე რომ, ფილმში ვაინონას ცრემლები რეალურია.image

8. ჯუდი- რენე ზელვეგერი

ფილმში ზელვეგერი და მისი პარტნიორი უიტორკი ერთმანეთს კოცნიან, პროცესში რენემ აღმოაჩინა, რ ომ ტუჩებზე ორივეს თეთრი, ბლანტი სუბსტანცია ჰქონდათ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო წებო, რომლითაც რენეს გრიმი დაუაგრეს სახეზე.image

9. მოკვდი სხვა დღეს- ჰოლი ბერი

ბონდიანას ერთ-ერთ ფილმში, სადაც ბონდის გოგონას როლს ამჯერად ჰოლი ბერი თამაშობს, იყო სცენა, სადაც ის ლეღვს ჭამს. საქმე იმაშია, რომ ბერის ლეღვი გადასცდა და კინაღამ დაიხჩო.image

10. კარგი გოგონა-ჯეიკ ჯილენჰოლი

ხანდახან სასიყვარულო სცენები მსახიობებისთვის ნამდვილ წამებად იქცევა ხოლმე. მაგალითად, ჯილენჰოლი მრავალი წელი იყო შეყვარებული ჯენიფერ ენისტონზე, და ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, როცა 30-50 ადამიანი უყურებდა მათ სცენებს.image





0
494
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0