x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა გოგონამ 132,000 $ დახარჯა იმისათვის, რომ კუბოში ლამაზად გამოიყურებოდეს
სილამაზის გამო რაზე არიან ქალები წამსვლელები? ალბათ ყველაფერზე - დაწყებული დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურებიდან, დასრულებული მეტად მტკივნეული პლასტიკური ქირურგიით. პლასტიკური ქირურგები უბრალოდ ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ყოველწლიურად იმატებს სხვადასხვა სახის სიახლეები და "დახვეწილი" პროცედურების მოფიქრებაც ამიტომ უწევთ. ახალ იდეებს კი მათი ჯიბეების გასქელება მოყვება.



image



ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. ტუჩის მოცულობა ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება. მის სიმკვრივეს კოლაგენი განაპირობებს, რომელიც ახალგაზრდა ასაკში დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ხოლო წლების მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ტუჩების დათხელებას იწვევს.




მე–20 საუკუნის დასაწყისში, ტუჩების გადიდების მსურველი ქალბატონები, ჯერ კიდევ ანტიკურ მეთოდს მიმართავდნენ და ტუჩის მოცულობას მწარე წიწაკის გამოყენებით ზრდიდნენ. 1980-იან წლებში კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. საინექციო კოლაგენის შექმნამ კოსმეტიკურ ქირურგიაში გადატრიალება მოახდინა. შეიქმნა ბუნებრივი შემავსებლები, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ტუჩის გადიდება ან კორექცია. ჩვენ ქვეყანაში ტუჩის მოდელირება ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.




თუმცა, მხოლოდ ტუჩის გადიდებით როდი კმაყოფილდებიან ქალბატონები, ისინი ასევე მიმართავენ სხვა მრავალ პალსტიკურ ქირურგიასა და პროცედურებს, რისი საშუალებითაც ახდენენ საკუთარი გარეგნობის კორექტირებას. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ერთი ბრიტანელი ქალბატონის ამბავს, რომელმაც ათამდე ოპერაცია გაიკეთა იმისათვის, რომ საკუთარი გარეგნობა შეეცვალა.



image


გაიცანით ეინი ვენესი ბრიტანეთიდან, რომელიც გატაცებულია პლასტიკური ქირურგიით და მან ამ ყველაფერში 132, 000 $ დახარჯა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროცედურა მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, ის არ ნებდება და შესაძლოა მომავალში კიდევ მიმართოს მსგავს რომელიმე პროცედურას. აქვე დასძენს და ამბობს, რომ "შეიძლება ამან მომკლას, მაგრამ კუბოში ხომ ლამაზი ვიქნები".




ბრიტანელმა გოგონამ დახარჯა ფული იმისათვის, რომ კუბოში ლამაზად გამოიყურებოდეს



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
359
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0