x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უხამსი სურათები მეგან მარკლის პირველი ქორწილიდან
პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ დაანონსებულ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა.




image




მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დაწყებამდე კი ბევრს შრომობდა და მიმტანადაც კი მუშაობდა. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig -ის მთავარი რედაქტორი (ჟურნალი უკვე დაიხურა, მიზეზი პრინც ჰარისთან ქორწინებისთვის მზადება გახდა), საკუთარი ხელნაწერებითაც შოულობდა ფულს, განსხვავებული კალიგრაფიის წყალობით, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს აფორმებდა. ტელევიზიით პირველად 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო დრამა General Hospital-ში გადაიღეს. მას შემდეგ, მან არაერთი კინოროლი შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რეიჩელ ზეინის როლმა (ამერიკულ დრამა Suits-ში) მოუტანა.



19 მაისს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი მოვლენა მოხდა - ბრიტანელი პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა. მათ რომანზე მთელი მსოფლიო საუბრობდა, შეყვარებულები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ. მეგანი სასექსის ჰერცოგინია გახდა.




image



მეგანმა პირველად 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი სერიალ Suits-ში გადაღება გახდა, რადგან მეგანს ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.


მეგანისა და ტრევორის ქორწილის სურათებმა გაანადგურა პრინც ჰარის მომავალი მეუღლის რეპუტაცია და გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ მეგანი არ არის ჰარისთვის შესაფერისი წყვილი.



ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე არაა კმაყოფილი შვილიშვილის არჩევანით და იმასაც ამატებენ, რომ მას აქვს ამის მიზეზი. მეგანი 2011 წლიდან სერიალ "ფორს-მაჟორში" თამაშობდა, სადაც არაერთი თამამი და ეროტიკული სცენა აქვს შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ნიშნობამდე მიატოვა მან გადაღებები და სრულიად კარიერა, დედოფლის გულის მოსაგებად, ეს მიზეზი საკმარისი არ აღმოჩნდა.



გთავაზობთ მეგანის ფოტოებს მისი პირველი ქორწილიდან.


imageimageimageimageimageimage







0
862
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0