x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სხვისი შვილების ცელქობაზე რატომღაც ვბრაზდებით, თავად კი ვივიწყებთ მათ ასაკში როგორი "მავნეებიც" ვიყავით

imageხშირად შევსწრებივარ თუ როგორ უბრაზდება მშობელი უწყინარ ცელქობაზე ბავშვებს, ხან თავისას და ხან სხვისას და ამ დროს ავიწყდებათ თუ როგორი ცელქები იყვნენ მათ ასაკში.

ბევრჯერ ჩამიმტვრევია შემთხვევით მეზობლების ბინების ფანჯრის მინა, რადგან კორპუსის გვერდით იყო საფეხბურთო მოედანი სადაც ვიკრიბებოდით და ვთამაშობდით ბავშვები.

ბევრჯერ გამოგვკიდებიან იატაკის საწმენდი ჯოხებით მეზობელი დიასახლისები, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა. "დამნაშავე" ბავშვის მშობელი გამოიძახებდა კომუნალური სამსახურის ტექნიკურ პერსონალს, რომლებიც ჩამსხვრეულ მინებს გროშებად ცვლიდნენ.
დღეს უცნობი დედა-შვილი დავიმგზავრე, დედა ჩუმი ხმით უწყრებოდა ასე 7-8 წლის ბიჭს. რომ არ მორჩა ვკითხე: რა დააშავა ამ ვაჟკაცმა მეთქი?!
აღმოჩნდა არც არაფერი, შემთხვევით თამაშისას ბურთი მოახვედრა ცხვირზე კლასელს, რომელსაც სუსტი ცხირი აღმოაჩნდა და სისხლი წამოუვიდა, სკოლის დირექტორმა როგორც ჩანს სკოლის მედდაზე ადრე ბავშვის მშობელი გამოიძახა საყვედური რომ "ეჯახებინა".

ეს არაა პედაგოგიური და არც ადამიანური მიდგომა, შემთხვევით მოხვდა ბურთი დარბაზში თამაშისას, ქვა არ უსვრია, კეტი არ მიურტყამს და მუშტი. მაშ რა საჭირო იყო ბავშვის მშობლის გამოძახება არ მესმის.

ისიც გამახსენდა ხარკოვში ცხოვრების და სწავლის პერიოდში ერთხელ მე და ჩემმა განუყრელმა უკრაინელმა მეგობარმა ვლადმა რა "გავუჩალიჩეთ" მაღალკლასელებს.

მაღალი კლასის მოსწავლეები როგორც წესი უმცროსკლასელებს მათთან ერთად არ გათამაშებდნენ სპორტის დარბაზში და ჩვენც გადავწყვიტეთ შური გვეძია. მეორე დღეს მეცხრე და მეათეკლასელებს თოკზე აცოცვაში ნორმატივები უნდა ჩაებარებინათ, მე და ვლადმაც დრო ვიხელთეთ, ხარკოვში ღორის ქონს რა დალევდა და ზემოდან ქვევით დარბაზში დაკიდებული ორივე თოკი კარგად გავპოხეთ ქონით.

აი მეორე დღეს კი მაგრად ვიხალისეთ "მობუქსავე" გოგო-ბიჭების ყურებისას.

ცალკე ფიზკულტურის მასწავლებლებმა სცადეს ასვლა, მაგრამ უშედეგოდ.

საბოლოო ჯამში მე და ვლადი კი გამოგვიჭირეს, რადგან როგორც ჩანს დამლაგებელმა არ გაგვცა, მაგრამ დარაჯს დავუნახივართ თუ როგორ შევდიოდით სპორტულ დარბაზში.

დაგვიბარა დირექტორმა ქალბატონმა და საკმაოდ გამოგვთათხა, უფრო მეტად მე რადგან ქართველი უკრაინელებსა და რუსებს შორის მაინც უცხოდ გამოვიყურებოდი, არა კანის ფერის გამო, არამედ ეროვნების გამო.

მშობლებიც დაიბარეს, ჩვენც მეზობლები მივიყვანეთ მშობლების ნაცვლად, აქაც მეორეჯერ გაგვთათხეს "აფერისტობის" გამო და საბედნიეროდ ის ალქაჯი დირექტორი სკოლის ბიუჯეტის განიავებისათვის, რომ არ მოეხსნათ სკოლიდან გარიცხვა არ აგვცდებოდა მე და ვლადს.

ცოტა უფრო მეტი დავუთმოთ ბავშვებს, ცელქობის გამო შვილს ხელით რომ შეეხება ის არც მასწავლებლად ვარგა და არც მშობლად.

ცელქობის გამო არაა საწირო კუთხეში დაყენება და ზოგადად რაიმე ფორმით დასჯა, აჯობებს აუხსნათ ბავშვებს სად გადის ზღვარი ცელქობის მშვიდ ფორმასა და აგრესიულ ფორმას შორის და ვფიქრობ ამით ყველაფერი მოგვარდება დავიდარაბის გარეშე.

0
33
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
33