x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ "დებს კვერცხებს" ჩინური კლდე?
image



ჩინეთის პროვინცია გუიჩჯოუში მდებარეობს განდენგის მთა, სადაც მდებარეობს იდუმალი კლდე ჩან და ია, რომელიც ჩინეთში პოპულარულ ღირსშესანიშნაობად იქცა და იზიდავს როგორც ჩინელ ტურისტებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს.




ყოველ ოცდაათ წელიწადში ერთხელ კლდე გამოყოფს ოვალურ და მრგვალ ქვის კვერცხებს. ერთი ასეთი კვერცხის მასა 300 კილოგრამს აღწევს. ყველა მათგანს აქვს სხვადასხვა ფერი: ყვითელი, შავი, მუქი ლურჯი, ყავისფერი, შინდისფერი ან ნაცრისფერი. ისინი ნელ-ნელა, სამი ათწლეულის განმავლობაში, იზრდებიან და საბოლოოდ იშლებიან მიწაზე.



image






ეს ადგილი მართლაც უნიკალურია, რადგან მსგავსი ფენომენები მთის სხვა ნაწილებში არასდროს დაფიქსირებულა. ჩინელები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ღვთაებრივი ფენომენია, ამიტომ, სოფლის მაცხოვრებლები წელიწადში ერთხელ მიდიან მთის ძირში, რათა, შეეხონ ამ წმინდა ქვებს. ზოგი კი ცდილობს წაიღოს ქვის კვერცხები იღბლის მოსაზიდად.



image





მეცნიერებმა შეძლეს გარკვევა, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ფენომენი. როგორც გაირკვა, მთელი საქმე იმაშია, რომ ჩან და იას კლდის მონაკვეთი შედგება კირქვის ქანებისგან, რომლებიც ადვილად იშლება. თავად განდენგის მთა, თავის მხრივ, მყარი კლდეა. კვერცხები დამზადებულია მყარი ქანისგან და დროთა განმავლობაში ისინი მოძრაობენ ფხვიერ კირქვაში, ქმნიან ერთგვარ „კვერცხებსს“. მაგრამ იმის ახსნა, თუ რატომ აქვს კვერცხებს ზუსტად ეს ფორმა და როგორ გადარჩა კირქვის მონაკვეთი 500 მილიონი წლის განმავლობაში, დღემდე ვერავინ ახსნა.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0