x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ომიკრონის" შტამმა ვაქცინების ეფექტურობა საფრთხის ქვეშ დააყენა

image

კორონავირუსის ახალმა შტამმა "ომიკრონმა" შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს არსებული ვაქცინების ეფექტურობა. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა ჰონგკონგის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა წამყვანმა მიკრობიოლოგმა კელვინ ტომ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ომიკრონის შტამის ნიმუშების იზოლაციის პროცესში.

"ამ კონკრეტულ შტამს აქვს წინა მუტაციების ყველა მახასიათებელი, უფრო მეტიც. ამიტომ, მე მჯერა, რომ არსებული ვაქცინები არ იქნება ისეთი ეფექტური, მაგრამ რთულია პროგნოზირება. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა ვაქცინები სრულიად არაეფექტური, ან მათი ეფექტურობა შემცირდება 20%-ით თუ, ვთქვათ, 40%-ით". ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს გაზეთი "South China Morning Post"-ი.

ექსპერტი აცხადებს, რომ "ომიკრონის" შტამის თვისებების შესწავლას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0