x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება - მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

image
წლის ბოლო თვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­თაა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ყვე­ლა პლა­ნე­ტა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. ერ­თა­დერ­თი, 19 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი. პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, მზის დაბ­ნე­ლე­ბაა, მე­ო­რე ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­დას­ვლა; არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა მზის დღე­ღამ­ტო­ლო­ბა. თუმ­ცა, მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად და თვის ყვე­ლა მოვ­ლე­ნა დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ:


მზე ახლა მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. მშვილ­დოს­ნე­ბო, გი­ლო­ცავთ, გა­აქ­ტი­ურ­დით, თქვე­ნი დრო დად­გა. ეს პე­რი­ო­დი და­გეხ­მა­რე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, უცხო ენის შეს­წავ­ლა­ში, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მო­გინ­დე­ბათ სუ­ლი­ე­რი ზრდა, უცხო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცე­ბის გაც­ნო­ბა. აგ­რეთ­ვე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა (და­მა­ტე­ბი­თი). გახ­შირ­დე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ურ და რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი.

თევ­ზებ­ში მყო­ფი ნეპ­ტუ­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა პირ­ველ დე­კემ­ბერს 2022 წლის 28 ივ­ნი­სამ­დე და გა­ივ­ლის მან­ძილს 21-26 გრა­დუ­სამ­დე. პლა­ნე­ტა ნელა მოძ­რა­ობს. ნეპ­ტუ­ნი არის ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია, ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ა­ლე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა სფე­რო, წყლის ყვე­ლა ფორ­მა. თუ ადრე რამე გა­უ­გებ­რო­ბა გქონ­დათ ამ სფე­რო­ებ­ში ან არ გა­მოგ­დი­ო­დათ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­კე­თე­ბე­ლი გა­გიხ­დეთ წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზა­ფხულ­ში შე­ას­რუ­ლეთ.

4 დე­კემ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბას და ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის მე-13 გრა­დუს­ში, 11:33-ზე. ამ თე­მა­ზე, რა თქმა უნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ. ეს არის ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე. გა­და­ხე­დეთ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბის და­ი­წყეთ წლი­ნა­ხევ­რის წინ, ან გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და 18 წლის წინ. ამ მოვ­ლე­ნებს შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი ჰქონ­დეთ. მზის დაბ­ნე­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა გვსურს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა განვვი­თარ­დეთ. რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ცოდ­ნა ან რა უნდა ვის­წავ­ლოთ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. მო­ე­რი­დეთ სნო­ბიზს, ნუ გა­მო­ავ­ლენთ ყოვ­ლის­მცოდ­ნე­ო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ა­მოწ­მეთ ფაქ­ტე­ბი, ინ­ტორ­მა­ცი­ის წყა­რო. ერ­თა­დერ­თი, აქე­დან­ვე გა­გაფრ­თხი­ლებთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­ნუს-პლუს 2-3 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით პი­რად ნივ­თებს, ფულს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქურ­დო­ბა, აფე­რის­ტო­ბა. იყა­ვით ფრთხი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბაც. გა­და­ხე­დეთ თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კას, გა­არ­კვი­ეთ, სად გყავთ კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი. თით­ქმის 2 წელი გვქონ­და იმის­თვის, რომ გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნა კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დით, 19 დე­კემ­ბრამ­დე, სავ­სემ­თავ­რე­ო­ბამ­დე არც ისე ბევ­რი დროა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ თე­მა­ზე სტა­ტია ადრე უკვე შე­მოგ­თვა­ზეთ და თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ, კი­დევ ერთხელ გა­ეც­ნოთ.

განაგრძეთ კითხვა>>>

0
16
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0