აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2022 წლის, რომელიც 1-ლ თებერვალს დადგება, მმართველი შავი ვეფხვი იქნება - ლამაზი, მიზანმიმართული, "ხასიათიანი" ცხოველი. წლის სტიქია კი წყალია. ვეფხვის შემობრძანებისთანავე დაიწყება ცვლილებები, დინამიკური მომენტები, დაუვიწყარი თავგადასავლები. გაუმართლებთ ამბიციურ, მიზანმიმართულ ადამიანებს. მაგრამ დიპლომატიაც მოგეთხოვებათ, აგრეთვე, ინტუიცია, ინტელექტი.
ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება თუ გსურთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, იყავით პუნქტუალური და გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება, მოგზაურობა შვებულობის დროს. რაც შეეხება სიყვარულს, მოსალოდნელია მყარი კავშირის შექმნა. დაწყვილებულების ცხოვრებაში კი მოიმატებს გაღიზიანებულობა. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გიშლით ჰარმონიის შენარჩუნებაში ოჯახში - ეჭვიანობა, ბრაზი და ეზოისტური გამოხდომა. 2022 წელს უმჯობესია, ხელმომჭირნეობა, ფულის გონივრული ხარჯვა და დაგროვება. ნუ გარისკავთ და ფულს ნუ დააბანდებთ საეჭვო საქმიანობაში.
მაქსიმალური დისციპლინის გამოვლენა მართებთ ლიდერებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინურ ასტროლოგიაში ვეფხვი ბრძოლისა და ბუნტის განსახიერებაა. მასობრივი სკანდალიც შეუძლია გამოიწვიოს, საზოგადოებრივი მღელვარებაც და საომარი ქმედებებიც. სამყაროში ბრძოლა წარიმართება ბუნებრივი სიმდიდრის - გაზი, წყალი, ნავთობი, ძვირფასი მეტალი - გამო.
საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია დაბნელებების პერიოდში: 30 აპრილს, 16 მაისს, 25 ოქტომბერს, 8 ნოემბერს.
ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თევზებში იქნება და მეტად გაუმართლებთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). მიწის სტიქიის წარმომადგენლები - კურო, ქალწული, თხის რქა - გამარჯვებას ელოდეთ კარიერაში. მეტი მობილიზებულობა მართებთ ჰაერის ნიშნებს: ტყუპი, სასწორი, მერწყული. ცეცხლოვანი ნიშნები - იმპულსურები იქნებიან, თქვენ წყალთან კონტაქტი (აუზი, საუნა, შხაპი) დაგამშვიდებთ.
ვეფხვის პერიოდში განვითარდება ტექნოლოგიები, ფსიქოლოგია, მედიცინა. უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ მისწრაფებებსა და მიზნებში. აკონტროლეთ ემოციები და მიიღეთ დეტალურად გათვლილი გადაწყვეტილებები. მუშაობისას იყავით დაკვირებული. გამოავლინეთ ამტანობა. ვეფხვს რომანტიკული და ბედნიერი ქორწინება სურს. ზოგადად, გირჩევთ, 2022 წელს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ოჯახს, სახლს, ბავშვებს. იზრუნოთ ოჯახური ღირებულებების შენარჩუნებაზე, წინაპრების ტრადიციების აღდგენაზე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მოიმატებს ხანმოკლე რომანების რაოდენობაც. 2022 წელი საუკეთესოა ჩასახვისა და შვილის გაჩენისთვის. ოჯახში ვეფხვის დაბადება კი აღმოსავლეთში ბედნიერი ნიშანია.
განაგრძეთ კითხვა >>>