x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ბელგიელი მოგზაურის მიერ დანახული ქალაქი სოჭი 1988 წელს
ქალაქი სოჭის ისტორია 1838 წლიდან იწყება, თავიდან იყო პატარა დასახლება ალექსანდრია ერქვა, შემდგომში კი ნავაგინსკის სიმაგრე.


1854 წელს ყირიმის ომის დროს დასახლება რუსეთის იმპერიის ჯარებმა დატოვეს. 1864 წლის 25 მარტს ტერიტორიის თავიდან დაპყრობის შედეგ, დახოვსკის რაზმის საპატივცემულოდ დასახლებას ეწოდა დახოვსკი (პოსტ-დახოვსკი).


1866 წლიდან იწყება რეგიონში კოლონისტების ჩასახლება. თავიდან იმპერია ცდილობდა ადგილზე რუსებისა და კაზაკების ჩამოსახლებას, თუმცა უშედეგოდ. ტრამალებს შეჩვეული რუსები ძნელად სახლდებოდნენ ზღვისპირეთში. ამიტომ რუსეთი შეუდგა ამ ტერიტორიებზე უკრაინელების, ესტონელების, მოლდაველების ჩასახლებას.


XIX საუკუნის მიწურულს აქ ქართველები ჩამოსახლდნენ, განსაკუთრებით მეგრელები და რაჭველები. რაჭველები ვერ შეეგუენ ზღვის სანაპიროს და მთაში სოფელ პლასტუნკაში გადასხალდნენ .



1874 წლისათვის დახოვსკში 15 სამოქალაქო ოჯახი ცხოვრობდა, დანარჩენი სამხედროები იყვნენ. 1876 წლიდან აქ მრავლდება მოსახლეობა, თურქეთიდან გადმოდიან დევნილი ქრისტიანები- ბერძნები და სომხები. სწორედ მაშინ ეწოდა დახოვსკის სოჭი.


დღევანდელი სოჭის მთავარი ქუჩა - გორკის ქუჩა ქართველებმა გაიყვანეს, დარგეს ჭადრები, ქუჩის გასწვრივ გახსნეს დუქნები და ა. შ. 1890 წელს აშენდა სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი, რომელიც რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 1896 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, ეწოდა სოჭი და გახდა შავიზღვისპირეთის გუბერნიაში შემავალი სოჭის ოკრუგის ცენტრი. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ქართველები შეადგენდნენ. 1904 წელს ალექსანდრე ერმოლოვმა, რომელიც იყო მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრი სთხოვა რუს მეწარმეებს ჩაედოთ ინვესტიციები რეგიონის განვითარებაში. 1905 წლის 28 დეკემბრიდან 1906 წლის 5 იანვრამდე ქალაქ სოჭში ჩამოყალიბდა სოჭის რესპუბლიკა, რომლის ხელმძღვანელი ავქსენტი გვათუა იყო.



სოჭის რეგიონში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ არამდგრადი ვითარება სუფევდა. 1918 წლის 17 მაისამდე სოხუმში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს. რის შემდეგაც ამიერკავკასიის სეიმმა გამოგზავნა სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით და გაანთავისუფლა სოხუმი. ამის შემდეგ 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის ივნისის თვეში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთი სოჭიდან ბოლშევიკების მხარდაჭერით კვავ დაიკავეს გუდაუთა, გაგრა. იმავე წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებისაგან გასათავისუფლებლად გზავნის გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც 28 ივნისს გაგრას ათავისუფლებს ბოლშევიკებისაგან. აღნიშნულიდან რამოდენიმე დღით ადრე 24 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავჯდომარემ ვარლამ შერვაშიძემ მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რათა მათ გაენთავისუფლებინათ სოჭის რეგიონი ტუაფსეს ჩათლით, რადგანაც აღნიშნული უკონტროლო რეგიონიდან მოდიოდა მუდმივი საფრთხე უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფებისაგან.



1918 წლის 7 ივლისიდან 1919 წლის 6 თებერვლამდე სოჭის ოლქი და ქალაქ სოჭი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. სოჭის კონფლიქტის შედეგად საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ. 1920 წლის 29 აპრილს ქალაქში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.


საბჭოთა პერიოდში სოჭი ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ საკურორტო-ინდუსტრიულ ქალაქად იქცა, საზღვაო სეზონის პერიოდში სოჭს ეტანებოდა ტურისტებების აუარებელი რაოდენობა, დღესაც სოჭი რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი საკურორტო ქალაქია.


ბელგიელმა ფოტოგრაფმა კარლ დე კეისერმა სსრკ-ში იმოგზაურა და ეწვია ქალაქ სოჭს. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა კურორტი 1988 წელს.


image


image



image


image


image


image

image

image


image

image


image

image

image

image

image

image

image


image

image


image

ასევე იხილეთ



სანატორიუმების მთავარი დანიშნულება იყო მკურნალობა. მაგრამ მოწყენილობის გამო, საბჭოთა მოქალაქეები აღვირახსნილობის სრულ მორევში ეშვებოდნენ. 1922 წლის 15 ნოემბერს სსრკ ში ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ყოველ საბჭოთა მშრომელს გარანტირებულად კვირაში ერთხელ 42 საათიანი დასვენება ერგებოდა და მინიმალურა...


1920-40-იანი წლები *** - როდის ჩატარდა საბჭოური ტიპის ტიპის პირველი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები? - როდესაც ღმერთმა შექმნა ევა ადამის ნეკნიდან და უთხრა: "აირჩიე შენი ცოლი". *** სსრკ-ში დაუშვეს დათვებზე ნადირობა. დათვები საზღვარზე გარბიან. მათ შორისაა კურდღელიც .ეკითხებიან : - რატომ გარბიხარ? - ყველა დათვს კლავენ ...


ქვემოთ გაეცნობით საბჭოთა ეპოქის ანეკდოტებს, სადაც დამცინავად, ზუსტად არის ასახული მაშინდელი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ყოფა და ვითარება. ***ალექსანდრე დიდი, იულიუს კეისარი და ნაპოლეონი, როგორც საპატიო სტუმრები, წითელ მოედანზე უყურებენ საბჭოთა ჯარების აღლუმს. - ეჰ, საბჭოთა ტანკები რომ მქონოდა, - ამბობს ალექსანდრე - უძლეველი...



ჯულიეტას აივანი ვერონაში - რომეოსა და ჯულიეტას დრამატულ ისტორიაზე საუბარი დღემდე გრძელდება. ტრაგიკულ ისტორიას დროთა განმავლობაში ჩაეკვეხა უამრავი მისტიკური ამბავი, როგორც ვთქვათ მთავარი გმირის აივანი ვერონაში, რა დროსაც ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ვითარდება. მაგრამ ასეთი ადგილი სრული სიცრუეა. ჯერ ერთი, შექსპირის მოთხრობა თავისთავად გ...



როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასული საუკუნეში, ჩვენში ფართოდ გავრცელებული ანეკდოტი "ასეთი პატარა ხარ და უკვე ნატაშა გქვია?" დღესაც აქტუალურია, რუსულმა ტურისტულმა სააგენტომ "Туту.ру"-მა ჩაატარა კვლევა და შეისწავლა 2018 წლიდან 2019 წლამდე შეძენილი ავიაბილეთების ყველაზე პოპულარული მიმართულებები ქალთა სახელებით, აღმოჩნდა, რომ მეზობელ ქ...

1
703
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
703
  
2021, 2 დეკემბერი, 3:16
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1