x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე, რომელთა წაკითხვის შემდეგაც მათ სხვაგვარად შეხედავთ

საზოგადოებას აინტერესებს როგორ ცხოვრობენ ცნობილი ადამიანები, რა სკანდალები აქვთ, რამდენ ფულს შოულობენ და ა. შ. ამიტომ, ყვითელი პრესა დიდი მონდომებით ბეჭდავს სხვადასხვა სტატიებს მათ შესახებ. წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლებიც შეიძლება ამ ადამიანების შესახებ არც იცოდეთ:

1. მაიკლ ჯეკსონის და ფრედი მერკურის არშემდგარი დუეტი. სიმღერა "There Must Be More to Life Than This", რომელიც 1985 წელს გამოვიდა, ფრედი მერკურის მაიკლ ჯეკსონთან ერთად უნდა შეესრულებინა, თუმცა ერთი ჩვეულებრივი ლამას გამო ყველაფერი გაუქმდა. ჯგუფის მენეჯერის თქმით, ჯექსონი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი ცხოველი ყოფილიყო სიმღერის ჩანაწერზე, რაზეც მერკურიმ კატეგორიული უარი თქვა.image

2. მარკ ცუკერბერგმა ჩინური ენა ისწავლა ცოლის ნათესავებს რომ დალაპარაკებოდა. Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა გააოცა ჩინელი სტუდენტები 2014 წელს, როდესაც მან ნახევარსაათიანი დისკუსია გამართა ჩინურ ენაზე. პრესის ცნობით, მედიამაგნატს არ ჰქონდა სრულყოფილი გამოთქმა, მაგრამ გასაოცარია, რომ ასეთი დატვირთული ადამიანი საერთოდ გამონახავდა დროს ენის შესასწავლად. თუმცა, ამ აქტივობას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მას შეუძლია ხელი შეუწყოს ცუკერბერგის მედიაპროდუქტების პოპულარიზაციას ჩინურ ბაზარზე და მეორეც, მილიარდერის თქმით, მისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა მეუღლის პრისცილა ჩანის ოჯახთან ურთიერთობა.image

3. კაილი მინოუგმა მოიგო სასამართლო პროცესი რეალითი ტელევიზიის ვარსკვლავის კაილი ჯენერის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ში Kylie-ს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სურდა. ავსტრალიელი მომღერლის თქმით, ის ჯენერის დაბადებამდე იყო "კაილი" ასევე ფლობდა ვებგვერდს www.kylie.com სწორედ ამიტომ, ჯენერს მოუწია პრეფიქსის Cosmetics დამატება საკუთარ ბრენდის სახელზე.image

4. არტურ კონან დოილი ყველაზე ცნობილია როგორც შერლოკ ჰოლმსის შესახებ მოთხრობების ავტორი. თუმცა, წერის გარდა, ის მონაწილეობდა სასამართლოში დამარცხებულთა დაცვაში და მის საქმეებში ყველაზე გახმაურებული ოსკარ სლეიტერის გათავისუფლება იყო. გერმანელი მიგრანტი შოტლანდიაში სამართალდარღვევის მსხვერპლი გახდა და სასამარტლოში უსამართლოდ დასაჯეს თითქმის 20 წლის შემდეგ, პატიმარმა წერილი მისწერა კონან დოილს, რომელშიც სთხოვა თავიდან გაევლო მისი საკითხი. სამართლიანობისთვის ცნობილმა მებრძოლმა მიიღო გამოწვევა და ცნობილი დედუქციური მეთოდით მოახერხა უბედური ადამიანის უდანაშაულობის დამტკიცება.image

5. სოლო კონტრაქტის გაფორმებამდე ბრიტნი სპირსი გოგონათა პოპ ჯგუფში უნდა ყოფილიყო. კოლექტივი განიხილებოდა იმდროინდელი პოპულარული The Spice Girls-ის შესაძლო კონკურენტად. ტაბლოიდების ცნობით, ჯგუფს Innosense ერქვა. image

6. 2010 წელს ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ჯ.კ როულინგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა. მწერალმა თქვა, რომ ერთხელ მაიკლ ჯექსონი დაუკავშირდა მას და შესთავაზა მიუზიკლის დადგმა ახალგაზრდა ჯადოქრის წიგნებზე, რაზეც უარი უთხრა.image

7. იცოდით, რომ ჯერემი რენერი მსახიობობამდე ვიზაჟისტად მუშაობდა?image

8. ოსკაროსანი მსახიობი ჯონა ჰილი უოლ სტრიტის მგლის გადაღებების დროს ბრონქიტით საავადმყოფოში მოათავსეს. ფაქტია, რომ ბროკერ დონი აზოფის როლის შესასრულებლად მსახიობს კამერების წინ D ვიტამინის ჩასუნთქვა მოუწია. ჰილი ამ ხრიკს 7 თვის განმავლობაში აკეთებდა, რამაც შემდგომ მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა.image

9. ედი რედმეინი პრინც უილიამთან ერთად ინგლისურ პანსიონში დადიოდა. მისი თქმით, ის და მონარქი ერთ რაგბის გუნდში იყვნენ. მსახიობი აღნიშნავს, რომ პრინცი მშვენიერი ადამიანია. და ის ფაქტი, რომ ის სამეფო სისხლის იყო, მასზეე დადებითად სულაც არ აისახებოდა. ყველას სურდა შერკინებოდა ინგლისის მომავალ მეფეს, ამიტომ ბიჭი ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა.image

10. მოდელის ანა ნიკოლ სმიტის და ამერიკელი ბიზნეს მაგნატის ჯეიმს ჰოვარდ მარშალ II-ის უთანასწორო კავშირი მედიაში ხშირად განიხილებოდა. წყვილი მართლაც უჩვეულო იყო: ქორწილის დროს საქმრო 89 წლის იყო, პატარძალი კი 26. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა, ქვრივისთვის კი მემკვიდრეობაზე მრავალწლიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. . შედეგად, ანა ნიკოლ სმიტმა ვერაფერი მიიღო და მარშალ II-ის მთელი მთელი ქონება მისმა შვილმა მიიღო.image

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0