x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"თუ რამე არ მოგწონთ, უკეთესია დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გიორგი ფხაკაძე და შალვა ნათელაშვილი

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კრიტიკას სოციალურ ქსელში საპასუხო პოსტითვე ეხმაურება.


"პოლიტიკოსები რომ მახსენებენ…


გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა…



ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?!


გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე რომ იყოთ “ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.


”შელამაზებული” და “ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს.


თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.


ჯანმრთელობას გისურვებთ…



პ.ს. თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებული განცხადება გააზიარა, სადაც ფხაკაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ადამიანის თავის ტვინს აზიანებს.


"ვფიქრობ კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა" - დაწერა ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა, რასაც ფხაკაძის საპასუხო რეაქციაც მოჰყვა.






0
289
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
289