x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116381
  • ვიდეო:353111
  • სურათი:490213
ისლამური სახელმწიფოს ფანატს, რომელმაც 5 წლის იეზიდი გოგონა მოკლა, სასამართლო დარბაზში გული წაუვიდა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

image

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო(ISIS) ფანატი, რომელმაც ხუთი წლის იეზიდი გოგონა მცხუნვარე მზეზე დააბა, საწოლის დასვრის გამო, რამაც ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია, გერმანიის სასამართლოში გული წაუვიდა და იატაკზე დაენარც მას შემდეგ, რაც მას გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.



თაჰა ალ-ჯუმაილი, რომელმაც ფრანკფურტის სასამართლოში საქაღალდე აიფარა, გონება დაკარგა და გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელიც გაასამართლეს უმცირესობის გენოციდის ბრალდებით.



29 წლის ერაყელი, რომელიც დააკავეს საბერძნეთში და ორის წლის წინ ექსტრადირებული იქნა გერმანიაში, დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისთვის, რასაც სიკვდილი მოჰყვა, ასევე სამხედრო დანაშაულების ხელშეწყობაში და სხეულის დაზიანებაში, რასაც მოჰყვა სიკვდილი.




ალ-ჯუმაილიმ და ამჟამად უკვე მისმა ყოფილმა მეუღლემ, გერმანელმა ქალმა, სახელად ჯენიფერ ვენიშმა, იეზიდი ქალი და ბავშვი შინაურ „მონებად“ მაშინ „იყიდეს“ მაშინ, როდესაც 2015 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ქალაქ მოსულში ცხოვრობდნენ.

image

მოგვიანებით ისინი გადავიდნენ ფალუჯაში, სადაც ალ-ჯუმაილიმ ხუთი წლის გოგონა ფანჯარაზე მიაბა და მიაფიცხა მზეს, 122F (50C) ტემპერატურაზე როგორც სასჯელი ლეიბების დასველებისათვის, რამაც გამოიწვია ბავშვის სიკვდილი.


ჯენიფერ ვენიშს გოგონას გარდაცვალების გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორივე სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ტყვეობა გამოვლილმა გოგონას დედამ.


ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატი ამალ კლუნი, რომელიც იეზიდების წინააღმდეგ ISIS-ის დანაშაულების გენოციდად აღიარებისთვის იბრძვის, იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელიც წარმოადგენდა იეზიდი გოგონას დედას, მაგრამ სასამართლოში ამ დღეს არ გამოცხადდა.



იეზიდები, ქურთულად მოლაპარაკე ეთნოსია, წარმოშობით ჩრდილოეთ ერაყიდან არიან. ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ბოევიკები წლების განმავლობაში ავიწროებენ მათ, დახოცეს ასეულობით მამაკაცი, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ქალების, ხოლო ბავშვებს ძალდატანებით ISIS-ის მებრძოლებად ზრდიდნენ.



image

ასევე იხილეთ


40 წლის შემდეგ სასამართლომ გაამართლა ამერიკელი, რომელსაც 16 წელი ჰქონდა მისჯილი ბესტსელერის "საყვარელი ძვლების" ავტორის გაუპატიურებისთვის. ამერიკელი მწერლის ელის ზიბოლდის ბესტსელერი წიგნი საყვარელი ძვლები ​​21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ჰიტია. წიგნი მილიონობით ეგზე...


50 წლის მამუკა შუბითიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ტურიკელას, ანუ მამუკა კახეტინსკის სახელით არის ცნობილი, ამ დღეებში მოსკოვის ოლქში დააკავეს. ეს კანონიერი ქურდი ითვლებოდა ყველაზე ძებნილ კრიმინალად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში: ის 28 წელი გაქცეული იყო და ყოველ ჯერზე ახერხებდა ძალოვანი სტრუქტურებისგან თავის დაღწევას.შუბითიძე საქართველ...


სასამართლომ რიჩარდ აივაზიანი და მარიეტა ტერაბელიანი დამნაშავედ ცნო კორონავირუსისგან დახმარების ფონდიდან 20 მილიონ დოლარზე მეტი დატაცებისათვის. სომეხ ცოლ-ქმარს კალიფორნიიდან მიესაჯა სერიოზული პატიმრობა თანხების უკანონოდ მიღების, ფულის გათეთრებისა და საბანკო თაღლითობის ბრალდებით. ერთადერთ პრობლე...


მოლარემ, რომელმაც ბანკიდან უზარმაზარი თანხა მოიპარა, ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ვერავინ ვერ იცნო. 1969 წლის 11 ივლისი კვირის ბოლოს, პარასკევ დღეს მოუწია. ქალაქ კლივლენდის ბანკის 20 წლის მოლარემ თეოდორ კონრადმა, (Theodore Conrad) კოლეგებს კარგი უქმეები უსურვა, დატოვა ბანკის შენობა სადაც მუშაობდა და ამის შემდეგ აღარც არავ...


როგორც ცნობილია, ორიოდე კვირის წინ ქართველმა "კრიმინალურმა მეფემ" 69 წლის ტარიელ ონიანმა დატოვა სოტო დელ რეალის ციხე, სადაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იჯდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ტარო ციხიდან გამოსვლისანავე, დაუყონებლივ ჩაჯდა თვითმფრინავში და მოშორდა ესპანეთის სამეფოს. ონიანი ე.წ "ქუთაისური კლანის" ლიდერია. სწ...

0
364
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0