x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ილონ მასკი ამბობს, რომ შესაძლოა, კომპანია SpaceX გაკოტრდეს
კოსმოსური კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ვარაუდობს, რომ რაკეტის ძრავის Raptor-ის წარმოების სირთულემ შესაძლოა, კომპანია გააკოტროს. ამის შესახებ მასკმა კომპანიის თანამშრომლებს ილონ მასკი
წერილობით აცნობა, წერს CNBC.

Raptor-ის ძრავა რაკეტა Starship-ისთვის არის განკუთვნილი. ორბიტაში გასაშვებად საჭიროა 39 ძრავა, რაც წარმოების გაზრდას მოითხოვს. მასკი ამბობს, რომ სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვარაუდობდა.


"ჩვენ გაკოტრების რეალური რისკის წინაშე აღმოვჩნდებით თუ Starship არ განახორციელებს ფრენებს 2 კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც", - წერს მასკი.


მასკი წერილში ასევე ამბობს, რომ აპირებდა მადლიერების დღეს დასვენებას, მაგრამ გადაიფიქრა და გადაწყვიტა ძრავასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იმუშაოს. "ჩვენ გვჭირდება ძალები, რომ გამოვიდეთ ამ კატასტროფული სიტუაციიდან", - ამბობს მასკი.



ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ კომპანია დატოვეს ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, უილ ჰელსტლიმ და ლი როზენმა, რომლებიც ძალოვან დანადგარებზე და რაკეტის გაშვებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ჰელსტლის წასვლა Raptor-ზე მუშაობისას პროგრესის არარსებობას უკავშირდება.


წერილში მასკი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტების წასვლის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობა ცდილობდა ძრავების პრობლემაზე მუშაობას, მაგრამ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.


5 მაისს Starship-ის პროტოტიპის პირველი წარმატებული გაშვება განხორციელდა. აქამდე კოსმოსური ხომალდის პროტოტიპები რამდენჯერმე აფეთქდა. ნოემბრის შუა რიცხვებში მასკმა განაცხადა, რომ "სტარშიპი" ორბიტაზე შესაძლოა, 2022 წლის იანვარში გასულიყო, თუ მზად იქნებოდა სასტარტო მოედანი ტექსასის მშენებარე კოსმოდრომზე და ასევე იქნებოდა ხომალდის გაშვების ნებართვა აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოდან.

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0