ფეხბურთი
ჩემბერლეინს საუთჰემპტონის წარმატება არ გაჰკვირვებია
2012, 14 სექტემბერი, 22:28
არსენალის ვინგერი ალექს ოქსლედ-ჩემბერლეინი იმედს იტოვებს რომ საუთჰემპტონი წლევანდელ სეზონში კარგად იასპარეზებს. "წმინდანები" წელს დაბრუნდნენ პრემიერლიგაში. თავად ალექსმა კი დიდი წვლილი შეიტანა თავისი ყოფლი გუნდის დაწინაურებაში 2010/2011 წლების სეზონში ინგლისის პირველი ლიგიდან ჩემპიონშიფში. უკვე არსენალის ფეხბურთელს კვლავ დიდი სიყვარული აკავშირებს მის ყოფილ გუნდთან.
"მჯეროდა რომ ჩემი წასვლის შემდეგ ისინი დაწინაურებას შეძლებდნენ პრემიერლიგაში პირველივე სეზონში. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ როგორებიც არიან ადამ ლალანა, რიკი ლამბერტი და ჯოზე ფონტე. ვიცოდი რომ ასეთი კარგი გუნდი ყავდათ და მყისვე დაწინაურებას ნამდვილად ველოდი.
საუთჰემპტონში ყველაფერი წესრიგშია. გუნდში ერთსულოვნება სუფევს და გუნდი როგორც ოჯახი ისეა. მე როდესაც იქ ვიყავი გუნდში ბრწყინვალე განწყობა იყო და დარწმუნებულიო ვარ ეხლაც ასეა. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ ატკინსის სახით და წარმატების მიღწევა შეუძლიათ."
12 თვეზე მეტი გავიდა იმის შემდეგ რაც ჩემბერლეინი საუთჰემპტონიდან არსენალში გადმოვიდა. ალექსი თავის თავს სწრაფად განვითარებად ფეხბურთელად მიიჩნევს. მისი ხშირად თამაში კი მას თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
"ვფიქრობ მართლაც ვვითარდები. ამას მაშინ გრძნობ როდესაც კომფორტულად ხარ და შენი შესაძლებლობების გჯერა. ეს დროსთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. ვფიქრობ აქ უკვე შინაურივით ვარ, ჩემს თავში და თანაგუნდელებში დარწმუნებული ვარ და ეს დანარჩენს განვითარებაში ეხმარება."-განაცხადა ჩემბერლეინმა