x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
ოხ, ეს მოდა: ღირს თუ არა სილამაზის მითიური "იდეალისკენ" სწრაფვა?!


image
სხეულის სილამაზისა და სექსუალობის მიმართ სტანდარტები დროში იცვლება. ამიტომ ისმის კითხვა: რა უფრო ბუნებრივია, ნაკლი ვაქციოთ სრულყოფილებად თუ სილამაზის მითიური "იდეალისკენ" სწრაფვა ღირს?

სხეულის ნაკლოვანებებზე როცა ვსაუბრობთ, უპირველესად ეს ეხება ცელულიტებს, რომელიც პირველად ევროპულ ჟურნალებში ახსენეს გასული საუკუნის 20-იან წლებში. ტერმინის ტრიუმფალური სვლა იწყება 1973 წელს, როცა ნიუ-იორკში სილამაზის სალონის მფლობელმა, ფრანგმა ნიკოლ რონსარმა გამოუშვა წიგნი "როგორ დავამარცხოთ ცელულიტი". ამ დროიდან მოყოლებული თანამედროვე ქალისათვის ცელულიტები, საძულველი "ფორთოხლის კანი" ხდება ერთ-ერთი მთავარი მტერი, მიუხედავად ასაკისა და აღნაგობისა. ცელულიტები არავის ინდობს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მასთან შეგუება ქალების 90 %-ს უწევს. რეალურად ცელულიტები არაა დაავადება, იგი უბრალოდ და მხოლოდ ქალის ფიზიოლოგიის გამოვლინებაა.

ცელულიტები განსაკუთრებით პრობლემური საკითხია მოდელებისათვის, რომელთაც პოდიუმზე ღია კოსტიუმებით უწევთ გამოსვლა. თუ დუნდულებსა და თეძოებზე ნაოჭები შენიშნეთ, მაშინ საკმარისია რამდენიმე მარტივი პირობის დაცვა. ნიკოლ რონსარი გვირჩევს:

1. მეტი იმოძრავეთ;

2. არ დაბრძანდეთ ფეხებგადაჯვარედინებული;

3. მოერიდეთ ვიწრო ტანსაცმელს, რომელიც ზღუდავს მოძრაობას;

4. მიიღეთ კონტრასტული შხაპი;

5. მიირთვით ბევრი სითხე;

რონსარის წიგნის მიხედვით, ეს ღონისძიებები ასტიმულირებს კანსა და მთლიანად ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს.

მე-17 საუკუნეში ცეცლულიტებიანი სხეული მიიჩნეოდა სილამაზის ეტალონად, რასაც რუბენსის ტილოებიც მოწმობს.

image

დღეისათვის ცელულიტების აშკარა ნიშნის მქონე მოდელებიც კი აღარ გრძნობენ თავს პარიებად (დაჩაგრულად) პოდიუმზე.

0
350
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0