x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სელებრითები, რომლებსაც შვილები სუროგატებმა გაუჩინეს
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




დედობა არის გმირობა, ღირსება ქალისა, მიუხედავად იმისა, რომ დედის ინსტიქტი ყველა ქალს არ გააჩნია. კრიტიკა და დისკუსია გამუდმებით ხდება ამ საკითხზე, ხშირად ვაუბრალოებთ და ვაუფასურებთ დედების შრომას, და დაუძლეველ წინააღმდეგობებს ვუქმნით იმ ქალებს, რომლებსაც ადვილად არ გამოსდით დედობრივი მოვალეობების განხორციელება. რა უფრო უარესია, ის, რომ დედები აბორტს (ორსულობის შეწყვეტა) იკეთებენ და ამ გზით იშორებენ შვილს (სქესის, მატერიალური პირობების და სხვა ფაქტორების გამო) თუ სუროგატ ქალად ყოფნა, რომელიც ფულზე ყიდის დედობას?




სელებრითების ცხოვრებაშიც დგება გარკვეული პრობლემები, რაც მათ ხელს უშლით იყოლიონ შვილები, ამიტომ, გარდა იმისა, რომ ბევრმა ცნობილმა ბავშვი იშვილა, არიან ისეთებიც, ვინც მიმართა სუროგაციის გზას და ასე მოავლინეს ქვეყანას თავიანთი პატარები.




სელებრითები, რომლებსაც შვილები სუროგატებმა გაუჩინეს




1. რიკი მარტინი. image
რიკი მარტინსა და მის მეწყვილეს ჯოვან იოსეფს პირველად 2008 წელს შეეძინათ შვილები - ტყპი ბიჭები მათეო და ვალენტინი. დღეს ისინი 13 წლისები არიან და ოჯახიც უფრო გაიზარდა, რადგან 2018 წელს მათ მე-ს შვილი შეძინათ -ლუსია, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რენი. რა თქმა უნდა, ყველა შვილი მათ სუროგაციის გზით მოავლინეს.




2. ნიკოლ კიდმანი. image
ნიკოლმა და მისმა მეუღლემ კეიტ ურბანმა 2011 წელს სუროგაციის გზით მოავლინეს უმცროსი ქალიშვილი -ფეიტი. 3 წლის წინ კი კიდევ ერთი პატარა სინდი-როუზი. აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანს ჰყავს აყვანილი ორი შვილი, როდესაც მისი მეუღლე ტომ კრუზი იყო.




3. კიმ კარდაშიანი. image
კიმ კარდაშიანმა ბუნებრივად 2 უფროსი შვილი გააჩინა. თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის მომავალ ორსულობას, მან და მისმა ყოფილმა პარტნიორმა კანიე უესტმა გადაწყვიტეს მოეძებნათ სუროგატი დედები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ თავიანთი მიზნის მიღწევაში - ჰქონოდათ დიდი ოჯახი. ამ გზით შეეძინათ მათი ორი უმცროსი შვილი. დღეს რეალითი ტელევიზიის ვარსკვლავს შეუძლია თქვას, რომ მისი ოჯახი "სრულყოფილია".




4. სარა ჯესიკა პარკერი. image
მსახიობი დედა პირველად 37 წლის ასაკში გახდა. როდესაც გადაწყვიტა კიდევ ეყოლია შვილები, ეს ვეღარ მოხერხდა, ამიტომ მან და მისმა მეუღლემ მეთიუ ბროდერიკმა, სუროგატ დედას მიმართეს და ასე მოევლინა ქვეყანას მათი ტყუპები ტაბიტა და მარიონი.




5. ელიზაბეტ ბენკსი. image
ნაყოფიერების პრობლემების გამო მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ბავშვები ბუნებრივად ვერ გააჩინა. ამიტომ მიმართა სუროგაციის გზას და ასე მოავლინა ქვეყანას ორი შვილი.




6. რობერტ დე ნირო. image
ალბათ არც იცოდით ეს ამბავი, რომ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი მეექვსედ მამა 68 წლის ასაკში გახდა. გოგონა ჰელენ გრეისია. შეგახსენებთ, რომ დე ნიროს ჰყავს კიდევ ერთი შვილი ამჟამინდელ პარტნიორთან და 4 შვილი ყოფილ ცოლტან, რომლიდანაც ერთ-ერთი ნაშვილებია.




7. ლუსი ლუ. image
ცნობილ მსახიობს სურდა, რომ დედა გამხდარიყო, რაც 46 წლის ასაკში გადაწყვიტა, ამიტომ საჭირო გახდა სუროგაციის მეთოდის გამოყენება. ასე მოავლინას ქვეყანას ვაჟი - როკველი, რომელიც ახლა 6 წლისაა.




8. კრიშტიანუ რონალდო. image
სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი 4 შვილის მამაა. სამი ბავშვი მან სუროგაციის მეთოდით მოავლინა წინა პარტნიორთან ერთად, ხოლო მე-4 ალან მარტინი მას ახლანდელ პარტნიორთან ბუნებრივად ჰყავს.




0
297
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0