x
მეტი
  • 17.05.2022
  • სტატია:119267
  • ვიდეო:354075
  • სურათი:491774
გაიცანით ულამაზესი უკრაინელი ფრენბურთელი ოლგა ვლასოვა

imageქალთა ფრენბურთი სპორტის ის სახეობაა რომელსაც გულგრილად ვერ უყურებ.

ტანმაღალი გოგონები, რომელთა აღნაგობა თამაშზე ნაკლებად არ იპყრობს მაყურებლის ყურადღებას კიდევ უფრო სანახაობრივს ჰქმნის სპორტის ამ სახეობას.

მინდა გაგაცნოთ ულამაზესი უკრაინელი ფრენბურთელი ოლგა ვლასოვა, რომელიც 22 წლისაა და წარმატებულ და ეფექტურ ფრენბურთელად ითვლება სპორტის აღნიშნულ სახეობაში.

გოგონა უკრაინის პირველ ლიგაში გამოდიოდა ახლა კი ლიტვის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და საკმაოზე მეტად წარმატებული მოთამაშეცაა.
imageimageოლგას თქმით, მას არასდროს ჰქონია სურვილი გამხდარიყო ფრენბურთელი და როცა მამის ინიციატივით ის მიიყვანეს ფრენბურთის სექციაში, მწარედაც იტირა. თუმცა როგორც ახლა ამბობს მადლიერია მამის, რომლის დამსახურებაცაა მისი სპორტული წარმატებები.

ოლგა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების გუნდის უცვლელი წევრი იყო, მანამ სანამ 19 წელს გადააბიჯებდა და ეფექტური თამაშითაც გამოირჩეოდა თანაგუნდელებში.

გოგონას ძალიან უყვარს მოგზაურობა, ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, სადაც ხშირად ბებია-ბაბუასთან სოფელში ატარებს დიდ დროს.

ასევე ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და სულაც არ მიეკუთვნება ლამაზი, გრძელფეხება "უტვინოების" კატეგორიას.

ერთი სიტყვით ოლგა მიეკუთვნება ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანების იმ კატეგორიას, ვინც სპორტშიც წარმატებულია და არც ინტელექტის დეფიციტს განიცდის.

წარმატებები ამ ლამაზ უკრაინელ გოგონას.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
215
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215