x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ძველი რომის სამართლებრივ- პოლიტიკური შეხედულებები

ძველი რომის ფილოსოფია

ძველი რომის პოლიტიკური შეხედულებები ძალიან ბევრ რამეში ბერძნულის მსგავსია . აღსანიშნავია რომის მონათმფლობელური იდეები . ეს იდეები გაჩანაგებულ გლეხთა წინააღმდეგ მოძრაობას ეწეოდნენ. ამ იდეოლოგების მიზანი იყო რომის პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია და საკუთრებას მოკლებული ფენების სახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა.

image

ძველი რომის ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული მთელი ხმელთაშუა, მისი ყველა კუნძული და ნახევარკუნძული : აპერნინი, , პირინეები, ბალკანეთი, მცირე აზია. მან გადაიხადა უმძიმესი ომები “ პუნიკური ომები ", “მაკედონური ომები ", “აზიური ომები", “ესპანური ომები ". შეიქმნა ვრცელი იმპერია, შემდეგ კი ლეგენდარულმა ლუციუს ბრუტუსმა რომში დაამხო მეფეთა ხელისუფლება და დაამყარა რესპუბლიკა, ეს გულისხმობს რომ ყვეყანაში მთელი ძალაუფლება არის ხალხისა .

სახელმწიფო ძლიერება ნაწილდება ხალხზე, სენატზე, მაგისტრებზე და ემყარება კოლეგიალობას . არჩევითობას . ქვეყანაში უმაღლესი საკანონმცდებლო ორგანოებია - კომიცია და სენატი.

კომიცია - რომაელ მოქალაქეთა სახალხო კრებაა, სენატი უხუცესთა საბჭო, სამასი სენატორით .



რომის სენატი


სენატი შეიმუშაბს საკანონმდებლო პროექტს და განსახილველად წარუდგენს კომიციას . თუ კომიცია არ მოიწონებს, პროექტი კანონად ვერ იქცევა . ასევე კომიციას უფლება აქვს თვითონ წარმოადგინოს თავისი შეხედულებეი დასაკანონებლად. მაგრამ ეს არც ისე თავის მხრივ არ მიიღება თუ სენატმა თავის მხრივ არ მოიწონა . ეს არის უხუცესთა საბჭოს ყველაზე დიდი უფლება, , მოწონება სენატისა " რესბუბლიკის ერთერთი პრინციპი არის ხალხისა და სენატის ერთმანეთში მუდმივი თანხვედრა . ძველი რომის პოლიტიკურ - ფილოსოფიურ აზროვნებაში გამოირჩევა რამდენიმე მიმართულება და ცნობილოი მოღვაწე .


ციცერონის პოლიტიკური და სამართლებრივი

შეხედულებები

ცნობილი რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი და მოაზროვნე მარკუს ტულიუს ციცერონი . მისი ცხოვრება დაემთხვა მონათმფლობელურ ეპოქას, როცა რესპუბლიკური წყობილების კრიზისით გამოწვეული იყო მწვავე კლასობრივი ბრძოლები . ამ დროს რომში ერთმანეთს სცვლიან სწამხედრო დიქტატორები, რომლებმაც შეამზადეს მდგომარეობა რესპუბლიკიდან მონარქიაზე გადასვლა .


ციცერონიimage


ციცერონის ცხოვრება უშუალოდაა დაკავშირებული რომის სახელმწიფოში რესპუბლიკური წყობილების კრიზისით გამოწვეულ მოვლენებთან . პირველი სასამართლო სიტყვა მას წარმოუთქვამს ძვ. წ . 81 წელს . მაშინ ციცერონი 25 წლის იყო და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მართალია მას დიდი ირატორული ნიჭი ჰქონდა და უსმენდნენ, მაგრამ არ მიჰყვებოდნენ . იგი თავისი დროის გამოჩენილი მწერალი იყო . თუმცა მან ვერ შესძლო გამხდარიყო თავისი დროის პოლიტიკური ბელადი . მისი ნაშრომები სამ ჯგუფადაა დაყოფილი : პირველი, - სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, კერძოდ “ სახელმწიფოს შესახებ ", კანონების შესახებ .

მეორე ჯგუფის ნაშრომებში ციცერონი ამუშავებს ზოგადფილოსოფიურ პრობლემებს . ეს თხზულებებია “ღმერთის ბუნების შესახებ ", წინასწარი ხედვის შესახებ, ბედისწერის შესახებ, სიკეთისა და ბოროტების საზღვრების შესახებ, სიმამაცის შესწახებ .

მესამე ჯგუფია ნაშრომებში : “მეგობრობის შესახებ, " “ დიდების შესწახებ ", ნუგეში . ციცერონს შესწავლილი აქვს მორალის ცალკეული საკითხები . ის როგორც მონათმფლობელური იდეოლოგიის ცნობილი წარმომადგენელი, ქონებით უთანასწორობის საზოგადოების არსებობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

ციცერონის მტკიცებით, სახელმწიფო და სამართალი გაჩნდა საზოგადოების განვითარების საფეხურზე ადამიანთა მოლაპარაკებების შედეგად . ამიტომ სახელმწიფო არის ხალხის საქმე . ის თვლის რომ სახელმწიფო იდეალურია იმიტომ რომ ის დაარსა სახელოვანმა რომულუსმა, რომელიც დიდი სიბრძნით გამოირჩევა .

image

ციცერონი ცდილობს გაიგოს და ახსნას სახელმწიფოს ერთი ფორმის მეორე ფორმით შეცვლის მიზეზები. რომის სახემწიფო სასამართლო პრაქტიკას ის კარგად იცნობდა, მშვენივრად ანსხავებდა კანონსა და სამართალს და სამართლიან და უსამართლო ომებს . საბოლოო ჯამში ციცერონის მოძღვრებები მიზნად ისახავდა რომის მონათმფლობელური საზოგადოების გაჯანსაღებას . სახელმწიფოს მთავარ ამოცანად კი კერძო საკუთრების დაცვა მიაჩნდა. გამოყოფდა დემოკრატიულ, არისტოკრატიულ და მონარქისტულ სახელმწიფოებს . ამასთან დემოკრატიულს მიიჩნევდა ყველაზე მანკიერ ფორმად . მისიიდეალი იყო მართვის შერეული ფორმა. და მაინც უფირატესობას მონარქიულ ფორმას ანიჭებდა.

რომაელ სტოელთა მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი

მოძღვრებები

ძველი რომის პოლოიტიკურ ცხოვრებაში გამოირჩევა სტოელების შეხედულებები, ( მარკუს ავრელიუსი, სენეკა, ეპიტექტი ) რომლებიც ძირითადად ზნეობის იდეებს ეყრდნობოდნენ, ისინი ბრძოლების წინააღმდეგები იყვნენ, მთავარი ამოცანა კი ზნეობრივი სრულყოფა იყო. რომის ხმაურიანი ცხოვრებისადმი თავისი როლი ითამაშა რელიგიურმა შეხედულებებმა. ძვ. წ. V საუკუნეში მონათმფლობელურ რომში დაემხო რესპუბლიკური წყობულება. დაიწყო მონარქიის ჩამოყალიბება. მონათმფლობელური საზოგადოების რღვევამ თავისი კვალი დაატყო ადამიანთა სულიერ ცხოვრებაშიც. გაჩნდა ახალი მიმართულება - სტოიციზმის სახით .სტოიციზმი პირველად ძველ საბერძნეთში წარმოიშვა მონათმფლობელური წყობილების რღვევის დაწყებასთან დაკავშირებით . სტოიციზმის ფუძემდებელი იყო ძენონი . რომაული სტოიციზმის წარმომადგენლად გვევლინებიან სენეკა, ეპიტექტი, მარკუს ავრელიუსი.

სენეკა მიიჩნევდა რომ, გარდაუვალია ღვთაებრივი, “ბედის კანონი "და თითქოს იგი ასრულებდა ბუნების კანონს, რომელსაც ემორჩილებიან ყველა ადამიანურუ წამოწყებანი, მათ შორის სახელმწიფოც და კანონებიც . მისი აზრით სამყარო ბუნებრივი სახელმწიფოა. რომლის წევრებიც არიან ადამიანები. მსოფლიო კანონების წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია თავისუფალი დამონა, ბერძნები და ბარბაროსები, კაცები და ქალები.


image


ეპიტექტი - დიდი სახელით სარგებლობდა რომაელ სტოელთა შორის .წარმოშობით ფრიგიელი იყო . იგი მონობისაგან გაუნთავისუფლებიათ, შემდეგ კი დიდი მეცნიერის სახელი მოუხვეჭია და საკუთარი სკოლაც დაუარსებია .სოკრატეს მსგავსად ის არაფერს წერდა ზეპირი გადმოცემიტ კმაყოფილდებოდა . იგი თვლიდა, რომ თითოეული ასრულებს ბედისწერისაგან მიცემულ როლს . ამავე დროს აკრიტიკებდა სიმდიდრეს და ჰკიცხავდა მონობას.



მარკუს ავრელიუსი ესპანური წარმომავლობის დიდგვაროვანი რომაელის ოჯახში დაიბადა . მარკუს ავრელიუსი იმპერატორის ტახტს იკავებს და სამეფო ხელისუფლებას წარმართავს რომის სახელმწიფოს გასაძლიერებლად . იგი ავითარებს მსჯელობას სახელმწიფოს შესახებ სადაც ყველასთვის ერთნაირად იქნება კანონი, სამეფოზე, რომლის უმაღლესი მიზანი ქვეშევრდომთა თავისუფლებაა.

image

სტოელთა ფილოსოფია სამ ნაწილად იყოფა : პირველია ლოგიკა ანუ შემეცნების თეორია, მეორე ფიზიკა ანუ სამყარო, მესამე -ეთიკა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა საკითხს. მათ შორის სახელმწიფოსა და სამართალს .

რომაულმა სტოიციზმმა შეამზადა შეამზადა საფუძველი ქრისტიანული მოძღვრების ჩამოყალიბებისათვის .



ანტიკური ფილოსოფოსების პოლიტიკური შეხედულებები, საბერძნეთი

image

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0