x
მეტი
  • 26.06.2022
  • სტატია:120342
  • ვიდეო:354422
  • სურათი:492491
როგორ აცდუნებდნენ მამაკაცებს ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქალები

image


ბევრი დარწმუნებულია, რომ ქალი სიყვარულისა და სინაზისთვის არის შექმნილი, რაზეც კამათი ვფიქრობ რომ რთულია, რადგან გენეტიკურ დონეზე ყველა ქალმა იცის თუ როგორ მიიპყროს მამაკაცის ყურადღება. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ როგორ აცდუნებდნენ წარსულში ცნობილი ქალები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, და სილამაზე აქ ნამდვილად არაფერ შუაშია!





1. თაისი

image


ათენელმა ჰეტერა, თაისმა, თავიდან ალექსანდრე მაკედონელთან სიახლოვეზე უარი განაცხადა. მან მოითხოვა, რომ დიდ დამპყრობელს ჯერ მისი გული მოენადირებინა. მხედართმთავარს როგორც წესი, წაგება არ უყვარდა და მალევე მშვენიერი კურტიზანის გულიც დაიპყრო, და უნდა ითქვას, რომ არც თავად მაკედონიის მეფე დარჩენილა მის მიმართ გულგრილი.





2. ლილია ბრიკი


image


"შეღებილი თმები და ქანცგაცლილი სახიდან მომზირალი თავხედური მზერა", - ასე წერდა მის შესახებ ანა ახმატოვა. პაბლო ნერუდა, მარკ შაგალი, ლუი არაგონი, სერგეი ფარაჯანოვი, ფერნან ლეჟე, ივ სენ - ლორანი, ვლადიმერ მაიაკოვსკი - და ეს არ არის მე-20 საუკუნის იმ გენიოსთა სრული სია, რომელთა მოხიბვლაც ამ ქალბატონმა მოახერხა. აი, რას ჰყვებოდა "რუსული ავანგარდის მუზად" წოდებული, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონის მფლობელი ლილია ბრიკი მამაკაცთა ცდუნების მეთოდებზე: "უნდა დაარწმუნოთ კაცი იმაში რომ ის შესანიშნავია ან თუნდაც გენიალურია, რომლისაც უბრალოდ სხვებს არ ესმით. და უნდა მისცეთ მას იმის საშუალება რისი გაკეთებაც სახლში დაუშვებელია, მაგალითად, მოწევის ან ნებისმიერ ადგილზე წასვლის. დანარჩენს კი კარგი ფეხსაცმელი და აბრეშუმის საცვალი გააკეთებს".



3. ჟოზეფინა ბოგარნე


image


ნაპოლეონ ბონაპარტი მთელი ცხოვრება ჟოზეფინას ერთგული დარჩა, თუმცა ის არ ყოფილა კალმით ნახატი ლამაზმანი. მაშ, რაში მდგომარეობდა მისი საიდუმლო? ის იყო შესანიშნავი მსმენელი და ქმრის გადაწყვეტილებებს ყოველთვის იწონებდა, და მეტი რა უნდა კაცს?






4. კლეოპატრა


image


ამ ქალის გარშემო ყველაზე საოცარი ლეგენდები დადიოდა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, დედოფალთან ღამის გატარება ნებისმიერ მონას შეეძლო, რომელიც კი მზად იყო მისთვის საკუთარი სიცოცხლე მეორე დილითვე დაეთმო. სექს სიმბოლოდ ქცეული დედოფალი თავის ხიბლსა და შარმს ასი პროცენტით იყენებდა: იქმნიდა რა მიუწვდომელი და განსაკუთრებული ქალის იმიჯს. სწორედ ასე გაება მის მახეში ჯერ იულიუს კეისარი, შემდეგ კი მარკუს ანტონიუსი.




5. ჰიურემ ჰასეკი სულთანი (როქსოლანა)



image


ჰიურემ სულთანი ჯერ ხარჭა იყო, შემდეგ კი ოსმალეთის სულთნის სულეიმან დიდებულის კანონიერი ცოლი გახდა. ოსმანების დინასტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მოსახიბლად მან ერთი ჭკვიანური ხრიკი მოიფიქრა. როდესაც სულთანი მორიგ ჯერზე ჰარემს სტუმრობდა, მან მის მკლავებში გონება დაკარგა. გამჭრიახმა როქსოლანამ სულთნის ყურადღება ამგვარად მიიპყრო და ათასობით მეტოქეც უკან ჩამოიტოვა.





0
377
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
377