x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მათ სილამაზის შესახებ სტერეოტიპები დაამსხვრიეს და ცნობილი მოდელები გახდნენ

image






ვინი ჰარლოუ


image


ვინი ჰარლოუს ნამდვილი სახელი და გვარია შანტელ ბრაუნ-იანგი. იგი იტანჯება ვიტილოგოსგან. ვიტილოგო ეს კანის დაავადებაა, როცა იგი კარგავს პიგმენტს, შეფერილობას. ვინი ამის გამო ბავშვობიდან თანატოლების სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო. მას ხშირად ეძახოდნენ დაცინვით "ძროხას", "ზებრასა" და სხვა უსიამოვნო მეტსახელებს. მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ თანატოლთა მხრიდან ბულინგის გამო ხშირად უფიქრია თვითმკვლელობაზე, ჰქონდა ხანგძლივი დეპრესიები. საშუალო სკოლაში ვინი ჰარლოუს ურთიერთობა თანატოლებთან იმდენად გართულდა, რომ დედა იძულებული გახდა, ალტერნატიულ სკოლაში გადაეყვანა. სკოლის მერე გოგონას მუშაობა ქოლ-ცენტრში დაიწყო.

ვინი ჰარლოუს სამოდელო კარიერა მოულოდნელად დაიწყო, შემთხვევით აეწყო: ერთმა კანადელმა ჟურნალისტმა ნახა ვინის ფეისბუქ-გვერდი და შესთავაზა, სამოდელო ბიზნესში მოესინჯა ძალები. ამას მოჰყვა ტაირი ბენქსის შოუში "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობა. ვინი ჰარლოუ გავიდა ფინალამდე. პროექტის მერე იყო მოწვევები მოდის ბრენდებისგან, აღიარება და დიდება. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ახლა ყველაფერი კარგადაა, ვინი ჰარლოუს მწარე გაკვეთილად ახსოვს წარსული და აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში.


სლიკ ვუდსი

image


სლიკ ვუდსი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პრაქტიკულად ქუჩიდან უცებ მოდის კვირეულების მონაწილედ მოევლინა საზოგადოებას. იგი არეულ ოჯახში დაიბადა: მამა ვუდს არასოდეს უნახავს, დედა ციხეში მოხვდა და სულაც არ დარდობდა ქალიშვილის მომავალზე. გიგანტური დიასტემა (ცენტრალურ საჭრელ კბილებს შორის დიდი შუალედი, დაშორება, ნაპრალი) გოგონას, უჩვეულო გარეგნობასთან ერთად, სულაც არ უწყობდა ხელს თავდაჯერებულობაში, რის გამოც ვუდს ძალიან გაუჭირდა მოზარდობის პერიოდში. შედეგად ვუდსი კინაღამ ჩავარდა იმ კრიმინალურ წუმპეში, რომელშიც დედა უკვე იმყოფებოდა: მან მოასწრო ციხეში ჯდომა საბანკო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის, მაგრამ რამდენიმე თვეში გამოვიდა თავისუფლებაზე. ერთხელ ავტობუსის გაჩერებაზე დიზაინერ ეშ სტაიმესტის ყურადღება მარტივად მიიპყრო ვუდსმა თავისი უცნაური გარეგნობის წყალობით და სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო. ამის მერე ვუდსით სხვა ბრედებიც დაინტერესდნენ (მერსედეს ბენცი, კელვინ კლაინი.

დღეისათვის დიასტემა, ნაპრალი კბილებს შორის სლიკ ვუდსის საფირმო ნიშანია, რომელთან განშორება მას სულაც აღარ უნდა უკვე.



1
118
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
118
  
2021, 2 დეკემბერი, 3:15
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1