x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თუ გინდა კოკაინი გაყიდე "სემიჩკის" ჭიქებით რუსთაველზე"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზვიად ზვიადაურის გირაოთი გამოშვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მთავარია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და შეგიძლია შუა რუსთაველზე ნარკოტიკული საშუალებაც კი თავისუფლად გაყიდო.


"ზვიადაურმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და გამოუშვეს, კანდელაკის ნაბიჭვარმა შვილმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და გამოუშვეს. მოკლედ ქოცი თუ ხარ თუ გინდა კოკაინი გაყიდე “სემიჩკის” ჭიქებით რუსთაველზე, ყველაფერი მოსულა. მთავარია უქონელი და არაქოცი არ იყო." - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.


ცნობისთვის, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.


შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.




0
583
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
583