x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ვინ იყო როზა? სტალინის "საიდუმლო" ცოლი, რომელსაც გესტაპო და ამერიკის სპეცსმასახურები ეძებდნენ
image


ბერიას შვილს, ტროცკის და ამერიკულ სპეცსამსახურებს სჯეროდათ ამ ქალის არსებობა, თუმცა რეალურად ეს დოკუმენტურად დღემდე არ არ არის დადასტურებული.

იოსებ სტალინის პირადი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული თემა იყო სსრკ-ში. მხოლოდ უახლოესმა წრემ შეიძლება იცოდა რაღაც-რაღაცეები, დანარჩენები კი ჭორებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, მათ შორის იყო წარმოუდგენელი ამბებით.


1930-იანი წლების ბოლოს ერთი ასეთი ჭორი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს - ნაცისტური გერმანიიდან დაწყებული შეერთებულ შტატებამდე დამთავრებული - სერიოზულად სჯეროდათ, რომ სტალინი ფარულად დაქორწინდა ლაზარე კაგანოვიჩის ნათესავზე და სინამდვილეში სწორედ ის იყო კრემლის რუხი კარდინალი.


ლეგენდა როზაზე




ახლა უკვე ძნელია ზუსტად იმის დადგენა, თუ საიდან გაჩნდა როზას ლეგენდა - სსრკ-დან გაქცეული ემიგრანტების წრეებში, რომლებიც საკუთარი ნებით ქმნიდნენ ყველაზე ფანტასტიურ ისტორიებს თავიანთი დაკარგული სამშობლოს შესახებ, თუ დასავლელ საბჭოტოლოგთა წრეებში, რომელთათვისაც ბუნდოვანი. ჭორები მათ ყურამდე დიპლომატიური არხების მეშვეობით მისდიოდათ.


ასეა თუ ისე, დასავლეთის ქვეყნებში სტალინის საიდუმლო ცოლის ამბავი მეინსტრიმი გახდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.


მაგრამ სსრკ-ში როზა კაგანოვიჩის არსებობის შესახებ მხოლოდ იმათ შეიტყვეს, ვინც ომის დროს ოკუპაციაში მოექცა.


ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაცისტებმა ინდუსტრიული მასშტაბით გაშალეს პროპაგანდისტული გაზეთებისა და ბუკლეტების წარმოება, რომლებშიც ისინი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ როზა კაგანოვიჩს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ის იყო სსრკ-ს ჩრდილოვანი მმართველი, კოლექტივიზაციაზე და რეპრესიებზე პასუხისმგებელი "რუხი კარდინალი".


და ეს არ იყო გებელსის ჩვეულებრივი პროპაგანდა. ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა სრულად იყო დარწმუნებული როზა კაგანოვიჩის არსებობაში და საბჭოთა ხელმძღვანელობაზე მის უზარმაზარ გავლენაში. ევროპის თითოეულ ქვეყანაში შეჭრამდე გერმანიის სპეცსამსახურებმა სპეციალური „ძებნილი სიები“ მოამზადეს. გერმანულად მათ Sonderfahndungslisten-ს ეძახდნენ.


imageფოტოზე: ლეგენდრის მიხედვით ეს იყო სავარაუდოდ როზა კაგანოვიჩი




იქ მეთოდურად იყო ჩამოთვლილი ყველა მნიშვნელოვანი ინტერესის მქონე პირები, როგორც პოტენციური აგენტები და ინფორმატორები, ასევე წინააღმდეგობის ლიდერები.


შეჭრის შემდეგ ყველა გერმანული სადაზვერვო სამსახური იყო ორიენტირებული ამ ადამიანების პოვნაზე.


სსრკ-ს "ძებნილთა სიებში" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენდა გენერალური მდივნის ცოლი როზა კაგანოვიჩ-სტალინა, რომელიც გერმანული დაზვერვის ინფორმაციით ცხოვრობდა კრემლში.


მას შემდეგ, რაც სტალინის ვაჟი იაკობი ტყვედ ჩავარდა, გერმანელები დიდხანს ცდილობდნენ მისგან როზის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მაგრამ მან ყველაფერი უარყო.



გასაკვირია, რომ როზას არსებობის რწმენას იზიარებდნენ არა მხოლოდ ნაცისტები, არამედ მათი ოპონენტებიც. წამყვანმა ამერიკულმა გაზეთებმაც კი, 1950-იანი წლების დასაწყისში კაგანოვიჩს "სტალინის სიძეს" უწოდებდნენ.



სტალინის სიკვდილის შემდეგ, ეს ამბავი მიივიწყეს, თუმცა 1980 -იან წლებში კვლავ გაიხსენეს.


ამერიკელმა ჟურნალისტმა სტიუარტ კაგანმა გამოუშვა წიგნი „კრემლის მგელი“, რომელიც საკმაოდ სენსაციური გამოდგა. მასში ავტორი, რომელიც საკუთარ თავს კაგანოვიჩის ძმისშვილს უწოდებდა (სავარაუდოდ, კაგანოვიჩების მისი შტო რევოლუციამდე ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და გვარი შეამოკლა- კაგანად), ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ლაზარე კაგანოვიჩი იყო სსრკ-ს ნამდვილი რუხი კარდინალი და თითქოს სტალინს თავისი დის როზას მეშვეობით აკონტროლებდა, რომელიც ჯერ მისი პირადი ექიმი გახდა, შემდეგ კი გენერალური მდივნის საიდუმლო ცოლი.



კაგანოვიჩმა თითქოს როზას მეშვეობით ისწავლა სტალინის მანიპულირება და ფაქტობრივად ახორციელებდა საკუთარ სახელმწიფო პოლიტიკას. და როდესაც 1950-იანი წლების დასაწყისში სტალინი ცდილობდა თავი დაეღწია თავს მოხვეული მეურვეობისგან, როზამ ის თითქოს მოწამლა ძმის დაჟინებული თხოვნით და დანარჩენი "ახლო გარმოცვის" თანხმობით.

image

კაგანი ამტკიცებდა, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში იგი ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში, როგორც ტურისტი და მოახერხა თავისი ოდესღაც ძლიერ ბიძასთან- ლაზარესთან შეხვედრა, რომელმაც დაუდასტურა მას ყველაფერი, რაც წიგნშია აღწერილი.


რა იყო სინამდვილე?


წიგნის გამოქვეყნების შემდეგ კაგანოვიჩის ახლობლებმა გაავრცელეს ღია წერილი, სადაც კატეგორიულად უარყვეს „კრემლის მგელში“ მოყვანილი ფაქტები . ჯერ ერთი, ლაზარე არასოდეს შეხვედრია კაგანს ამერიკიდან, თუმცა ის ნამდვილად ცდილობდა შეხვედრას 80-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ კაგანოვიჩმა განაცხადა, რომ არავითარი ამერიკელი ძმისშვილს არ იცნობდა და გრომიკოს შენიშვნაც კი მისწერა, რომ სთხოვა არ დაუშვას ამ საეჭვო კაგანი სსრკ-ში ჩამოსვლა. მეორეც, კაგანოვიჩს უბრალოდ არ ჰყავდა და, სახელად როზა და არც ნათესავი ასეთი სახელით.

imageფოტოზე: პარტიული მოღვაწე სტალინის უახლოესი თანამებძოლი ლაზარე კაგანოვიჩი, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა 98 წლის ასაკში.




ლაზარეს ერთადერთ დას ერქვა რახილი და ის მასზე 10 წლით უფროსი იყო. იგი გარდაიცვალა ჯერ კიდევ 1926 წელს კიევში.

ერთადერთი ლაზარეს ჰყავდა დეიდა, სახელად როზა. თუმცა ის, რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, იგი გათხოვდა და გვარი შეიცვალა რუტმანზე. გარდა ამისა, წყაროების უმეტესობა როზა კაგანოვიჩს აღწერდა, როგორც "ახალგაზრდა ლამაზმანს", როდესაც როზა რუტმანი თავად სტალინზე მხოლოდ წლინახევრით უმცროსი იყო:როდესაც სტალინი დაქვრივდა ის უკვე 50 წელს გადაცილებული და ხუთი შვილის დედა იყო.


image

ასევე დაგაინტერესებთ


საბჭოთა კავშირის დაშლის და მის შემდგომ პერიოდში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად განიხილებოდა სტალინის პირადი მზარეული და მომვლელი, ვალენტინა ისტიომინა, როგორც სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მე-3 ე.წ. "საიდუმლო ცოლი", თავის დროზე ამ კითხვას პასუხი სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ფელიქ ჩუევთან (რუსი პოეტი)საუბარში გასცა:"შემდეგ ...


70 წლის წინ, 1951 წლის ნოემბერში სტალინმა წამოიწყო მორიგი რეპრესიების ციკლი, რომელიც მეგრელთა საქმით გახდა ცნობილი. თავდაპირველად ის განიხილებოდა, როგორც ანტიკორუფციული ღონისძიება მიმართული საქართველოს ხელმძღვანელი კადრების მიმართ. ფაქტობრივად, ეს ფართომასშტაბიანი ინტრიგა, უპირველეს ყოვლისა, ლავრენტი ბერიას წინააღმდე...


1924 წლიდან დაწყებული კარლ პაუკერი, ბუდაპეშტის ოპერეტას თეატრის ყოფილი პარიკმახერი და ვიზაჟისტი პასუხისმგებელი იყო იოსებ სტალინის უსაფრთხოებაზე, რომელიც ლენინის სიკვდილის შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერი. იმ დროისთვის 31 წლის პაუკერს სამუშაო გამოცდილება ჰქონდა სამარყანდის ოლქის ჩეკაში, სადაც ის დაკავებული იყო ჩხრე...


სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათა...



80 წლის წინ, 1941 წლის 18 ოქტომბერს იაპონიაში დააკავეს რიხარდ ზორგე, ბაქოში დაბადებული გერმანული წარმოშობის საბჭოთა ჯაშუში, რომელიც 1933 წლიდან დაკავებამდე აწვდიდა საბჭოთა მხარეს საიდუმლო მასალებს. რიხარდ ზორგემ, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" და მისმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა 32 საიდუმლო აგენტს, საბჭოთა მხარეს უამრა...


120 წლის წინ -1901 წლის 22 სექტემბერს დაიბადა სტალინის მეორე ცოლი-სვეტლანა ალილუევა. საერთოდ ცნობილ პიროვნებებზე შეთხზული ლეგენდები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრებისეული სიმართლე. მოქალაქეებს ასეთ პიროვნებებზე უფრო მეტად უყვართ ისეთი ისტორიის წაკითხვა, როგორც ეს მხატვრული ლიტერატურაშია, იქ ხომ ყოველთვის უფ...


საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქ...

0
1310
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0