x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119537
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491884
ტოპ 5 ფილმი, რომელშიც მსახიობებმა ნასვამ მდგომარეობაში ითამაშეს
image


ზოგჯერ ფილმის გადაღების პროცესი იმდენად რთული და დამღლელია, რომ გადამღები ჯგუფის ყველა წევრს ნერვები არ ჰყოფნის. ასე მაგალითად, ბევრი ცდილობს რელაქსის საკუთარი გზა მოძებნოს. ზოგი გადაღების პროცესში ან მის მერე ხსნას ალკოჰოლში პოულობს. წარმოგიდგენთ 5 მსახიობს, რომელმაც ყველანაირი ნორმა დაარღვია და სპირტიანი სასმელი შუა გადაღების დროს მიიღო. რაც არ უნდა გაგიკვირეთ, ალკოჰოლურ თრობას ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ხელი არ შეუშლია საკუთრი როლი 10 - იანზე შეესრულებინათ.



მარტინ შინი დრამაში "აპოკალიფსი ახლა" (1979)



image


ლეგენდარული ფილმი "აპოკალიფსი ახლა" სერიოზულ გამოწვევად იქცა არა მხოლოდ მსახიობებისთვის, არამედ თავად რეჟისორისთვისაც. მაგალითად, ფრენსის ფორდ კოპოლამ წონაში 30 კგ დაიკლო, მარტინ შინმა კი გულის შეტევა გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის გარეშე მუშაობის დაწყება მან მაინც ვერ შეძლო. მისი პერსონაჟის ყველა გიჟური გამოხტომა ფაქტობრივად სუფთა იმპროვიზაცია იყო ... მთვრალი იმპროვიზაცია ...






ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ფილმში "მებრძოლთა კლუბი" (1999)


image


დევიდ ფინჩერმა, რომელმაც ისეთი შედევრი გვაჩუქა, როგორიც "მებრძოლთა კლუბია", ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდის გადასაღებად შესანიშნავი მომენტი "დაიჭირა", საუბარია კადრებზე, სადაც მსახიობები ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ნასვამები არიან. "საჭირო" კონდიციაში მყოფებს, რეჟისორმა ტექსტი მისცა და სასურველი სცენის გადაღებაც დაიწყო, ლეგენდარულმა რეჟისორმა აღნიშნული ეპიზოდის გადაღებას ერთი საათი მოანდომა. ასე მივიღეთ მთხრობელის ტაილერ დერდენთან საუბრის გენიალური ეპიზოდი.




ბილი ბობ თორნტონი ფილმში "ცუდი სანტა" (2003)


image


უნდა ვაღიაროთ, რომ ფილმი "ცუდი სანტა" არ იქნებოდა ასეთი შთამებჭდავი, რომ არა მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი. ბევრმა იცის, რომ ბილი ბობ თორნტონმა სანტას როლი განასახიერა, რომელიც მთელი გადაღების პროცესში ფხიზელი პრაქტიკულად არასდროს ყოფილა.





მილა კუნისი და ნატალი პორტმანი ფილმში "შავი გედი" (2010)


image


შესაძლოა, ეს მხოლოდ ფილმ "შავი გედის" რეჟისორის დარენ არონოფსკის მიერ გავრცელებული ჭორია, თუმცა როგორც ის ამტკიცებდა, ნატალი პორტმანმა და მილა კუნისმა ეროტიკულ სცენაში გადასაღებად ტეკილას მთელი ბოთლი დაცალეს. რეჟისორის თქმით, გადაღების დროს ორივე მათგანი უკვე საკმაოდ ნასვამი იყო.




მარგო რობი ფილმში "უოლ-სტრიტის მგელი" (2013)


image


როგორც ჩანს, ასევე მარგო რობიმაც ვერ შეძლო ალკოჰოლის გარეშე ლეო დიკაპრიოსთან ერთად ეროტიკულ სცენაში თამაში. მსახიობის თქმით, მან "გამბედაობისთვის" მხოლოდ სამი ჭიქა ტეკილა დალია და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი გადაღების განმავლობაში.







0
722
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
722