x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ცხოვრების 5 წესი, რომლებსაც პლანეტის ყველაზე ბედნიერი ადამიანები იცავენ
image

თითოეულ ჩვენგანს სურს იცოდეს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. ბედნიერება - შეუზღუდავი, მსუბუქი, ყოვლისმომცველი - არის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისეული მისწრაფებების საბოლოო მიზანი. ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ დროსთან უთანასწორო ბრძოლაში, ვაიძულებთ საკუთარ თავს ვიმუშაოთ უფრო და უფრო მეტად, დავძლიოთ კომპლექსები, სიზარმაცე, გაჭიანურება, ვიმუშაოთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვრამდე - ეს ყველაფერი ერთი რამის გულისთვის: ბედს გამოვგლიჯოთ ჩვენი მიწიერი სიამოვნება.

ამ ჩქაროსნული, დამღლელი რბოლის მსვლელობისას ხშირად გვიტრიალებს თავში უამრავი კითხვა: მივდივარ იქ, სადაც საჭიროა, აუცილებელია თუ არა ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა, ვიპოვი საბოლოოდ იმას, რასაც დავეძებ და ა.შ... მაგრამ ბედნიერება არ არის რაღაც ეფემერული, პლანეტის ბევრმა მკვიდრმა უკვე გაარკვია მისი ფორმულა თავისთვის და არა მხოლოდ საკმაოდ წარმატებით იყენებს, არამედ გულუხვად უზიარებს ამ საიდუმლოს სხვებსაც.

1. პოზიტიური აზროვნება

image

ყველამ იცის, რომ ცხოვრება ყოველთვის არ არის სამართლიანი. ეს არის აქსიომა, რომელთანაც თითოეულ ჩვენგას ერთხელ მაინც მოუხდა შეჯახება. მაგრამ რადგან ეს ყველამ იცის, ღირს ტანჯვა იმის გამო, რომ ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვსურს? იმ სასოწარკვეთილების ნაცვლად, რომელიც გვიჩნდება ბედის მორიგი გამოცდის შემდეგ, შეეცადეთ პრაქტიკაში გამოიყენოთ " პოზიტიური აზროვნების ფსიქოლოგია" შეეცადეთ კონცენტრირდეთ ერთ პოზიტიურ აზრზე და დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსენოთ იგი. ამგვარად, თქვენ განითვირთებით ნეგატივისგან და გამოუმუშავებთ კარგზე ფოკუსირების ჩვევას.


2. მადლიერებით ცხოვრება
image


როგორ ფიქრობთ, ძნელია იყო მადლიერი, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის? არსებობს მარტივი გზა, რომ ასწავლოთ საკუთარ თავს მადლობა გადაიხადოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცდილებისთვის და მოვლენებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, გარკვეულწილად დაგეხმარათ - აწარმოეთ მადლიერების დღიური. მარტივი დღიური და მარტივი წესები. დაიწყეთ მცირედით: ჩაწერეთ ორი ან სამი „მადლობა“ ყოველდღე რაიმესთვის. გემრიელი ყავა, თბილი მზე, საკუთარი სახლის ქონა, გამვლელის ღიმილი და ა.შ. როდესაც გაიგებთ პრინციპს და „ჩაერთვებთ“, მადლიერების მიზეზი მეტი იქნება და ყოველი დღე არც ისე ცუდად მოგეჩვენებათ.



3. ისიამოვნეთ წვრილმანებით
image


შესაძლოა წაგიკითხავთ ელინორ პორტერის საბავშვო წიგნი "პოლიანა" თუ არა, აუცილებლად წაიკითხეთ. ის ისეთი ნათელი და კეთილია, რომ გაიძულებს ისევ და ისევ გჯეროდეს სასწაულების და ადამიანების. მთავარ გმირს, გოგონა პოლიანას, ჰქონდა საყვარელი თამაში, რომელიც ერთხელ მამამ ასწავლა. ეს მარტივი საბავშვო თამაში ბევრი ზრდასრულისთვის აუცილებელია. მისი ამოცანა ასეთია: ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში, აუცილებელია სიხარულის მიზეზის პოვნა. ცხოვრებისადმი ასეთი მარტივი მიდგომა დაგეხმარებათ ყოველ ახალ დღეს ღიმილით შეხვდეთ, რაც არ უნდა ცუდი ამინდი იყოს ფანჯრის მიღმა.

4. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს

image

ყველამ იცის, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. მიუხედავად ამ საერთო ჭეშმარიტებისა, ჩვენ, გარკვეულ ინტუიციურ დონეზე, ვცდილობთ შევადაროთ ჩვენი წარმატებები და მიღწევები კოლეგების, მეგობრების ან უბრალოდ ნაცნობების დამსახურებებს. ძალიან ხშირად, ამ შეჯიბრში, რომელიც ჩვენ თვითონ მოვაწყვეთ, განვიცდით ნეგატიური ემოციების მთელ სპექტრს: გულსატკენი სევდიდან ბანალურ შურამდე.ფსიქოლოგები, პიროვნული ზრდის მასწავლებლები გვირჩევენ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობას, მათ შორის მათთანაც, ვინც თქვენზე ბევრად წარმატებულია. ოღონდ არა იმისთვის, რომ თავი შეადაროთ მათ, არამედ მაგალითი ავიღოთ მათგან, რაც მოტივაციას შეგვმატებს.

5. ებრძოლეთ საკუთარ შიშებს
image

როდესაც ელეონორ რუზველტმა თქვა: „აკეთეთ ყოველდღე ერთი რამ, რაც გაშინებთ “, მან ნამდვილად იცოდა ბედნიერების საიდუმლო. შიშისა და სტრესის წყაროს დაძლევა გვაძლიერებს, შთააგონებს, ზრდის შემოქმედებითობას და ათავისუფლებს წარმოსახვას. რა თქმა უნდა, თქვენ იცით თქვენი სუსტი მხარეები: იქნება ეს სიმაღლის შიში თუ საჯარო გამოსვლის შიში. შეეცადეთ იმუშაოთ საკუთარ თავზე, ეტაპობრივად დაძლიოთ საკუთარი ფობიები. იარეთ ატრაქციონებზე, ჩაეწერეთ საჯარო გამოსვლის კურსებზე, იყოლიეთ ძაღლი, რათა შეწყვტოთ ცხოველებზე თავის არიდება, უფრო ხშირად ისეირნეთ და მაშინ აგორაფობია აღარ შეგაშინებთ.

0
174
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0