x
მეტი
  • 20.01.2022
  • სტატია:116339
  • ვიდეო:353098
  • სურათი:490174
რატომ აკრძალეს ინგლისში ფეხბურთი?

image

ფეხბურთის ყველა მოყვარულმა და ამ თამაშის გულმხურვალე გულშემატკივარმა იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის სამშობლო ინგლისია. მაგრამ, ეს ასე არ ყოფილა!.. სინამდვილეში, ფეხბურთის სამშობლო ჩინეთია!!!

და უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, სპორტის ეს სახეობა, ინგლისში, თითქმის, 5 საუკუნის მანძილზე, აკრძალული იყო!

შუა საუკუნეებში, ფეხბურთი ძალიან პოპულარული თამაში იყო ევროპაში. მატჩებში შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო წესი ძალიან ცოტა იყო. შედეგად, ფეხბურთელები ერთმანეთს ხშირად აყენებდნენ ზიანს და სხვებსაც აზარალებდნენ... ამის გამო, ლონდონის ვაჭრების არაერთმა საჩივარმა, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 1314 წ. ინგლისის მეფემ ედუარდ II ფეხბურთის თამაში აკრძალა. კანონის დამრღვევებს კი, ციხე ემუქრებოდათ.

სამეფო კარზე ჩათვალეს, რომ საბრძოლო ოსტატობის (მაგ. მშვილდოსნობაში) დახვეწა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფეხბურთის თამაში. ედუარდ II შემდეგ, ეროვნული თავდაცვის მოტივით, ფეხბურთი ედუარდ III და ედუარდ IV აკრძალა. ხოლი, 1608 წ. მანჩესტერში ფეხბურთის თამაში იმ მიზეზით აიკრძალა, რომ დიდი რაოდენობით ფანჯრის მინები იყო ჩამტვრეული.

მაგრამ ინგლისელები, აკრძალვების მიუხედავად, ფეხბურთის სათამაშოდ, დროს და შესაძლებლობას მაინც პოულობდნენ.

გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage






1
158
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
158
  
2021, 2 დეკემბერი, 3:12
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1