x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სახელმწიფო კანონებს გადავაბიჯებ!... ყველა იქ უნდა მივიდეს, სადაც შესასვლელია!“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

image

„ამათ სახელმწიფო კანონებს გადავაბიჯებ!... გადავაბიჯებ და სადაც საჭირო იქნება იქ მივალ, იმიტომ რომ სამართალი არ არსებობს. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით. პირდაპირ ყველა კანონს გადავაბიჯებ! სადაც სამართალი არ არსებობს, იქ ნებისმიერმა იმ უსამართლო კანონებს უნდა გადააბიჯოს და იქ მივიდეს, სადაც მისასვლელია. რა თქმა უნდა, ყველა აქციას შევუერთდები, “ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა სასამართლოს ეზოში გუშინ სააკაშვილის მხარდასაჭერად "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო.

„მესამე პრეზიდენტმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო. მიშა უნდა დავიხსნათ ამ ტყვეობიდან, ხალხმა უნდა შეძლოს, რომ გამოვიხსნათ. ნებისმიერმა ადამიანმა, ქართველმა და არაქართველმა, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დავიხსნათ. მე ამისთვის მოვედი აქ. რომ სააკაშვილი დავიხსნა ამ რუსული ტყვეობიდან. ქართული ჯოჯოხეთური ოცნების ტყვეობიდან. სამართალი რომ იყოს ამ ქვეყანაში, ნუთუ 4 წელია რომ სიცივესა და სიცხეში მშიერი გარეთ ვგდივარ, ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, რომ სამართალი აღდგეს, “ - აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, რომ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

სააკაშვილის განცხადება "პირველმა არხმა" გაავრცელა. ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

0
407
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0