x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ არ შეიძლება ტელეფონი საწოლთან, როდესაც გძინავთ? - გაითვალისწინეთ!

მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა.


image

ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებშიც სოლიდურ თანხებსაც კი ვიხდით, მაგრამ მისი ფასის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ტელეფონი მალე გვიფუჭდება, მიზეზი კი შეცდომებია, რომლებსაც არასწორი გამოყენებით ვუშვებთ. ამიტომ, რა სამუშაოც არ უნდა შევასრულოთ, მთავარ პრიორიტეტად მაინც უსაფრთხოების ნორმები რჩება. რაც ნიშნავს ზიანისა და სხვა არასასურველი შედეგებისგან დაცვას.

რატომ არ შეიძლება ტელეფონი საწოლთან, როდესაც გძინავთ? - გაითვალისწინეთ!

ვიცით, რომ სარგებელის გარდა, მობილურმა ტელეფონმა შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას ავნოს. ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ძილის დროს ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს აქვს, მას შეუძლია, რომ გამოიწვიოს კოშმარები და უძილობა.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 73% ღამით ტელეფონს საწოლთან იტოვებს. მათი უმრავლესობა ჩართულს ტოვებს Wi-Fi-ს, რომელიც ასხივებს რადიოაქტიურ ტალღებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთი გამოსხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმის ძალიან სერიოზული დაზიანება. მუდმივად ჩართული გაჯეტები არა მხოლოდ იწვევენ უძილობას და კოშმარებს, არამედ ძალიან მავნე ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე, რაც ასევე იწვევს ნაადრევ დაბერებას.

ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი მობილური მოწყობილობა ღამით საწოლიდან მინიმუმ სამი მეტრის მოშორებით უნდა დადოთ. მეცნიერთა აზრით, ეს არის ოპტიმალური მანძილი.

0
344
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0