x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ მიმდინარეობს ჟურნალ "ფლეიბოისთვის" ეროტ@კული ფოტოსესიების გადაღება
image


პატრიკ ვან დამი - ცნობილი ჰოლანდიელი ფოტოგრაფი გახლავთ, რომელიც მთელი შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ეროტიკულ ჟურნალ "Playboy"-სთან თანამშრომლობდა. პატრიკს ეკუთვნის წიგნი - "კულისებს მიღმა", რომელიც ფოტოსესიების პროცესში გადაღებულ მის 150-ზე მეტ უნიკალურ კადრს აერთიანებს. ხელოვანის თქმით, გადაღებებში მოდელებისა და ფოტოგრაფების გარდა, ასევე სტილისტების, ვიზაჟისტებისა და გამნათებლების მთელი არმია მონაწილეობდა.


image


"კულისებს მიღმა" წინასიტყვაობა პოპულარული ჟურნალის დამაარსებელსა და მის უცვლელ მთავარ რედაქტორს, ჰიუ ჰეფნერს ეკუთვნის: "ამ ფოტოკრებულში პატრიკმა "Playboy"-ის ფოტოსესიის მთელი არსი აჩვენა და პატივი მიაგო იმ ადამიანებს, რომლებიც გადაღების პროცესში სასწაულებს ახდენენ. აქ ნათლად არის ნაჩვენები ინტიმურობა, მხიარულება და ერთგულება საქმისადმი, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ეროტიკის ჟანრში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად, ხოლო გზადაგზა ის მკითხველს ჟურნალის კადრს მიღმა ცხოვრებისთვის თვალის შევლების საშუალებასაც აძლევს. როგორ მიმდინარეობს ფოტოსესიები ყველაზე მოთხოვნადი ეროტიკული ჟურნალისთვის? ჰოლანდიელი ფოტოგრაფი პატრიკ ვან დამი საშუალებას გვაძლევს ცოტა ხნით "Playboy"-ის შიშველი მოდელების თამამი ფოტოსესიების კულისებს მიღმა შევიჭვრიტოთ და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimage





0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
436