x
image
არჩილ ვერულიძე
ჯადოქრობაში ბრალდებული ბავშვი

image

ნიგერიაში ნაპოვნი იქნა ბავშვი, რომელიც საკუთარმა მშობლებმა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს. ორი წლის პატარა სახლიდან გააძევეს და დაახლოებით 8 თვე ქუჩებში ხეტიალობდა. უბედურ ბავშვს პირდაპირ მიწაზე ეძინა, უსახლკარო ცხოველივით. იმის ჭამა უხდებოდა, რასაც ნაგავში პოულობდა. როდესაც ბავშვი იპოვეს, ის პრაქტიკულად სიკვდილის პირას იყო გამოფიტვისა და ჰელმინთების ინფექციის გამო. და ეს მოხდა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 194 მილიონს შეადგენს.

ანია რინგრენ ლავენი, დანიის მკვიდრი, მუშაობს ბავშვების უფლებების დასაცავად. სწორედ მან, ნიგერიაში ვიზიტის შემდეგ, ისაუბრა იმ საშინელებათა შესახებ, რაც ჩვენს დროში ემართებათ უდანაშაულო ბავშვებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მან და თანაშემწეების ჯგუფმა ნახეს უამრავი ბავშვის ცხედარი და ისინი, ვინც ჯერ კიდევ სასიკვდილო აგონიაში იყვნენ.

აფრიკაში გაბატონებული ამაზრზენი ცრურწმენები მშობლებს უბიძგებს, მიატოვონ ბავშვები, რომლებიც "ჯადოქრობაში არიან ეჭვმიტანილნი". ძნელი წარმოსადგენია რის საფუძველზე დასდეს ბრალი ორი წლის ბავშვს, ყველაზე შემზარავი კი ის არის, რომ მსოფლიოში ასეულობით ათასი ასეთი ბავშვია.

image
image
imageimageimage
ბავშვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მასზე ზრუნავენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

imageimage







0
637
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0