x
image
ირინა მ.
საინტერესო ფაქტები საბჭოთა ავტომობილების სახელწოდებების შესახებ

image


საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბჭოთა ავტომობილი "პობედა" უნდა გამოსულიყო სახელწოდებით «Родина» ("სამშობლო"). არ მოიწონა ეს იდეა მხოლოდ ი.ბ. სტალინმა, რომელმაც მკაცრად იკითხა: "და რამდენად აპირებთ სამშობლოს გაყიდვას?" სხვა საბჭოთა ავტომობილებსაც საინტერესო ისტორია აქვთ.


image


30 წლის მანძილზე, 1950-დან 1980 წლამდე, მაღალი რანგის ჩინოვნიკები სარგებლობდნენ ავტომანქანებით ГАЗ-13 და ГАЗ-14, ანუ «Чайка». საქმე იმაშია, რომ მოცემულ ავტომობილს უშვებდა ქ. გორკის ავტოქარხანა და უფრო მაღალი კლასის ავტომანქანა იყო, ვიდრე პოპულარული "ვოლგა", რომელსაც იგივე ქარხანა უშვებდა. რა არის ვოლგაზე მაღლა? რა თქმა უნდა, მდინარე ვოლგის თავზე მოლივლივე თოლია (რუს. Чайка). "პერესტროიკის" ეპოქაში სწორედ «Чайка» იწვევდა პრივილეგიებთან მებრძოლთა უკმაყოფილებას. 1985 წელს, ეს მოდელი არა მხოლოდ მოხსნეს წარმოებიდან, არამედ გაანადგურეს მისი საწარმოო დოკუმენტაციის მთელი კომპლექტი.


image"Волга" ГАЗ-21
image"Волга" ГАЗ-24
image"Волга" ГАЗ-31
image"Чайка" ГАЗ-13

ვოლგის ავტოქარხნის მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ახალი ავტომობილებისთვის სახელწოდების მოფიქრება ისევე რთულია, როგორც თუნდაც თვითონ ქარხნის მშენებლობა. კონკურსიც კი იყო გამოცხადებული, რომელშიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობა მონაწილეობდა. არ იყო ადვილი, ათასობით ვარიანტს შორის ერთის არჩევა. საბოლოოდ გადაწყდა და ახალმა ავტომობილმა მიიღო სახელწოდება "ჟიგული"-ასე ეწოდება ქ. ტოლიატთან ახლომდებარე მთათა სისტემას. ჟიგული მალე პოპულარული გახდა არა მხოლოდ სსრკ-ში, არამედ საზღვარგარეთაც. აი, ამ დროს მიაქციეს ყურადღება ლინგვისტებმა იმას, რომ მსგავსი სახელწოდება არ იყო მართებული, რადგან მსგავსი ჟღერადობის სიტყვა "ჟიგოლო", ნიშნავს მამაკაცს, რომელიც ამორალური ცხოვრების სტილს ეწევა. ამიტომ ექსპორტზე ეს მანქანები სხვა სახელით-"ლადა" გადიოდა.


imageЖигули

საინტერესოა, რომ სსრკ-ში ყველაზე ცნობილი ავტომობილი ზაპოროჟეცი იყო. მისი შეძენა პრაქტიკულად რიგის გარეშე შეიძლებოდა. ამ ავტომობილს უშვებდნენ რიგი მოდიფიკაციებითაც, შეზღუდული პასუხისმგებლობის პირთათვის, რომელთაც კიდურები არ ჰქონდათ. მცირე გაბარიტებისა და მუდმივად გასარემონტებელი ზაპოროჟეცი ხუმრობებისა და ანეგდოტების ობიექტი იყო. ხალხი მას "კუზიანს" ეძახდა.


imageЗапорожец
imageЗапорожец (კუზიანი)

გასული საუკუნის 70-იან წლებში უმსხვილესი ავტოქარხნების კოლექტივების წინაშე დადგა ამოცანა: შექმნილიყო მაღალი გამავლობის ავტომობილი. 1972 წლის აპრილში, ВАЗ-ში დამზადებული იქნა საექსპერიმენტო მოდელი, რომელმაც მიიღო სახელწოდება "ნივა". ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მოცემული ავტომობილი განკუთვნილი იყო პირველ რიგში სოფლის გზებისთვის, და აქედან არის მისი სახელწოდება. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ნივის შექმნაზე მუშაობდნენ კონსტრუქტორები პ.მ. პრუსოვი და ვ.ს. სოლოვიოვი. ერთ-ერთ მათგანს ჰყავდა ქალიშვილები-ნატალია და ირინა, მეორეს კი ვაჟიშვილები-ვადიმი და ანდრეი. აი ასე, ავტომობილის შემქმნელების შვილების სახელების საწყისი ასოებისგან შეიქმნა ყველგანმავალის სახელწოდება.


imageНива

ნივა საზღვარგარეთ არა მხოლოდ მოთხოვნადი იყო-ძვირიც ღირდა. მაგალითად, გერმანიაში 20 ათას მარკაზე მეტი ღირდა, ინგლისში-8 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამასთან საექსპორტო ვარიანტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ავტომანქანებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყიდებოდა.


image






დაგაინტერესებთ:




როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა "კომუნალკებში"

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით


image


ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული

image


რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები?

image


საიდან მოდის ჭიქების მიჯახუნების ტრადიცია

image


როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - 8 წლის შემდეგ ომის არანაირი კვალი

image


კონგოში ახალი ნარკოტიკის ეპიდემიაა, რომელიც ტოქსიკური ავტონაწილებისგან მზადდება (+ვიდეო)

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს

image


18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა

image


ალკოჰოლის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული მეთოდი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

image






0
1044
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1044