x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს უფრო ეფექტურად გიცავთ ინფიცირებისგან" - რას წერს რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია

image


რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით პოსტს ავრცელებს, სადაც ამბობს რომ ბუნებრივ იმუნიტეტთან შედარებით ვაქცინაცია ინფიცირებისგან ადამიანს 5. 49-ჯერ უფრო ეფექტურად იცავს.


"18 წლის ზემოთ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, კოვიდ19-ს დადასტურებული შემთხვევების შედარებისას, როდესაც ვადარებთ ბუნებრივ (ინფექციის გადატანით მიღებულ) იმუნიტეტს და მ-რნმ ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს (ვისაც წარსულში არ გადაუტანია კოვიდი), ირკვევა რომ:


????ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გიცავთ ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი.


CDC-ს სრული რეპორტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:


https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7044e1.htm...


დასკვნა: ყველა ვისაც ასაკით ეკუთვნის ვაქცინაცია უნდა აიცრას, მიუხედავად იმისა გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი, და უნდა აიცრას რაც შეიძლება მოკლე დროში, დღეს ეს არის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა.


კოვიდით ინფიცირება ორსულებში ზრდის მკვდრადშბადობის, ორსულების სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობის და შობიარობის შემდგომ ბავშვთა რეანიმაციის საჭიროების რისკებს.



????????????????????????????ინგლისში:


????უკიდურესად მძიმე კოვიდპაციენტების 20% რომლებსაც სჭირდებათ ECMO, არიან არავაქცინირებული ორსულები;

????არავაქცინირებული ორსულები 18დან 49 წლამდე ECMO-ს საჭიროების მქონე კრიტიკული პაციენტების 32%-ს შეადგენენ (მაშინ როცა 2020 წლის მარტის მონაცემებით ეს ნიშნული 6% იყო).

????????საქართველოში:


????ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა - 7 338 (ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი - 8.6%):

???? 2020 წელს - 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან);

???? 2021 წელს - 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).


☠️COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 17.

☠️2020 წელს - 1 შემთხვევა;

☠️2021 წელს - 16 შემთხვევა.


❗მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.

????✅კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტურია ორსულობის ნებისმიერ ფაზაში.

❗ორსულების ვაქცინაცია კოვიდის (და გრიპის) წინააღმდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


ჯანმრთელობას გისურვებთ ❤️


#მითებივაქცინებზე" - წერს ექიმი არჩილ მარშანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


0
462
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
462