x
მეტი
  • 19.01.2022
  • სტატია:116313
  • ვიდეო:353090
  • სურათი:490165
"ვგიჟდები გინებაზე... გინება მაღალი ინტელექტის ნიშანია" - ია ფარულავა (ვიდეო)

imageმსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ რადიო "ჯორჯიან ტაიმზის" ეთერში კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე რატომ იგინებით ხოლმე? - ია ფარულავამ ასე უპასუხა:

"უი, ვგიჟდები გინებაზე და ესა რის ყველაზე დიდი განტვირთა, სხვათა შორის ამას წინათ ინგლისერი მწერალმა დაწერა, დამავიწყდა გვარი, რომ გინება არის მაღალი ინტელექტუალური მოანცემების ნიშანი" - ამბობს ია ფარულავა.


შეგახსენებთ 54 წლის ია ფარულავას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981), ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.

1987 წელს ია ესწრება მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო, ნომინაციაში „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“ დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა.

1990 წელს ითამაშა რეჟისორ გრეგ პალმელის ქართულ-ამერიკულ სატელევიზიო ფილმში „The Falcon“ (შევარდენი), ფილმი ქართულ ხალხურ ზღაპრებზე იყო დაფუძნებული.

90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა აშშ-ში გადადის საცხოვრებლად, თუმცა სამსახიობო კარიერის აწყობა ვერ მოახერხა, მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპში და მცირებიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

2000-იანი წლების დასაწყისში ია საქართველოში ბრუნდება. მალევე ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიულ ფილმში „სიყვარული ვენახში“ (ლია). მსახიობობის პარალელურად დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში.თუმცა 1986 წელს იას პირველ არხზე მიჰყავდა ყოველკვირეული მუსიკალური გადაცემა „პუნქტუმ, კონტრა პუნქტუმ“, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გადაცემად ითვლებოდა. პირველ არხზე გააკეთა საავტორო გადაცემა „ჩემი მშვენიერი ლედი“, რისთვისაც მიენიჭა უმაღლესი ჯილდო ოდესის მეშვიდე საერთაშორისო ტელეფესტივალზე „ხავერდის სეზონი“. შემდეგ ტელე-იმედში „დღის შოუ“ და „ყოფილი ცოლების კლუბი“, მიჰყავდა, ასევე იყო ტელეპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი. ტელევიზიის პარალელურად იას პირველ რადიოში კი გადაცემა „რადიო შოუ“ მიჰყავდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სატელევიზიო შოუ „ნიჭიერში“ იყო ჟიურის წევრი. 2018 წლიდან რუსთავი 2-ზე მიჰყავს გადაცემა "ფარული კონვერტი".

ია ფარულავა ამერიკისა და რუსეთის კინომსახიობთა გილდიის წევრია.


0
414
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0