x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი ლომების შესახებ

image


I. ლომების პრაიდში მხოლოდ ძუ ლომები ნადირობენ

გაინტერესებთ, რას აკეთებს ხვადი? — ის მხოლოდ «ტახტის» შენარჩუნებაზე ზრუნავს: თუ მის ადგილზე სხვა მამრი ლომი გამოთქვავს პრეტენზიას, პრაიდის უფროსი მას შეებრძოლება, — ან გაიმარჯვებს და პრაიდში დარჩება, ან განდევნილი იქნება და მის ადგილს უფრო ახალგაზრდა და ძლიერი ხვადი დაიკავებს.


II. ძუ ლომი თავისუფალი დროის 90% ნადირობაზე ხარჯავს
საკვების მოპოვება — ძუ ლომების ძირითადი ამოცანაა, პრაიდში. ამიტომ, დღის მანძილზე, ყველა «ქალბატონი», ვისაც ბოკვერები არ ჰყავს გამოსაკვები, პრაიდის უფროსს, ალფა–ლომს «ემსახურება» — ნადირობს და მისთვის საკვები მოაქვს.


III. ახალი ალფა–ლომი პრაიდის ძველი უფროსის ყველა ბოკვერს კლავს
ახალმა ალფა–ხვადმა თავისი გენი რაც შეიძლება მეტ შთამომავალს უნდა გადასცეს. ასე, რომ, ის სხვა სისხლის მქონე ბოკვერების გაზრდით დაინტერესებული არ არის. ამიტომ, სხვის ნაშიერებს ხოცავს და ჭამს.


IV. ხვადი ლომის სტერილიზაციის შემთხვევაში, ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო, ის ფაფარს მთლიანად კარგავს.


V. 10 ბოკვერიდან, მხოლოდ 2 აღწევს ზრდასრულობის ასაკს
ლომების 80% 2 წლის ასაკამდე იღუპება — ასაკამდე, როდესაც ისინი გამოცდილი მონადირეები ხდებიან. ამის მიზეზი კი, საკვებზე სასტიკი კონკურენცია და ტურების და აფთრების მათდამი მტრობა არის.


VI. ფაფარის გაზრდა მთლიანად ტესტოსტერონზეა დამოკიდებული. ამიტომ, ძუ ლომს ის არა აქვს.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ბოტსვანას ეროვნულ პარკში, 5 ფაფრიანი ძუ ლომი აღმოაჩინეს.


VII. ლომს ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ფოკუსირება არ შეუძლია.
მომთვინიერებლები, როგორც წესი, გააფთრებულ ლომებს სკამებით აშინებენ, რომლის ფეხები მხეცისკენ არის მიმართული. ლომებს ყურადღების კონცენტრირება და ნადირობა მხოლოდ ერთ ობიექტზე შეუძლიათ. ამიტომ, სკამის ოთხი ფეხი, მათ მიერ, ოთხ ობიექტად აღიქმება. შედეგად, ცხოველი იბნევა და ჩერდება.


imageimageimageimageimage




0
445
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0