x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს წამყვანი ბავშვები, ვითომ ძაან თანამედროვეები, აზრზე არ არიან რა ხდება ევროპაში, საერთოდ თავში უქრით" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე ლადო ბურდულისა და თინეიჯერი წამყვანების დაპირისპირებას ეხმაურება

imageდეკანოზი ილია ჭიღლაძე გადაცემა "ჩატში " მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, ლადო ბურდული „ფორმულას“ გადაცემის „ჩატი“ სტუმარი იყო, სადაც თინეიჯერ წამყვანებს დაუპირისპირდა, როდესაც ისინი თავისუფლების შესახებ საუბრობდნენ.

მუსიკოსმა ლადო ბურდულმა სტუდია შემდეგი სიტყვებით დატოვა:"ამ გოიმობაზე ვკამათობ ამ პატარა ბავშვებში?!”

"ლადო ბურდულის და თინეიჯერების დებატებზე წერს ბევრი და ახლა ვუყურე. ეს წამყვანი ბავშვები, ვითომ ძაან თანამედროვეები, აზრზე არ არიან რა ხდება ევროპაში, საერთოდ თავში უქრით. სასკოლო ფორმებზე წარმოუდგენიათ რომ კომუნიზმი და მონოტონურობაა, უფლებების შელახვა.

აი, ჩემი შვილის კლასი, ინგლისისის სკოლის მაგალითზე, ყველას სასკოლო ფორმა აცვია, მაგრამ არის სხვადასხვა არჩევანი, დაახ. 4 სახეობის უნიფორმაა, ვისაც რა უნდა იმას ირჩევს, სასკოლო უნიფორმები იაფია. მაღალ კლასებში ფერების მრავალფეროვნება ქრება, რჩება რუხი და შავი ფერები.

უნიფორმა ეხმარება მოსწავლეს რომ იყოს მობილიზებული და ემჩნეოდეს რომ მოსწავლეა და არ იყოს მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება. ევროპული უნიფორმები ძალიან განსხვავდება საბჭოთა ერთსახოვანი უნიფორმებისაგან, როგორი სტერეოტიპიც დღემდეა საქართველოში და ეს ტელებავშვებიც ისე აზროვნებენ, სამწუხაროდ" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.


"შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთ უშინაარსო და მავნებელ გადაცემებში ფულს ტყუილად არ ხარჯავენ. კარგად იციან მასმედიის წარმომადგენლებმა პროპაგანდის ძალა, მათ შორის გრძელვადიან პერიოდში. არც ფორმულაა გამონაკლისი ტელევიზია, რომელიც მსგავს სისულელეებზე აკეთებს გადაცემებს.

სასიამოვნოდ გამიკვირდა ლადო ბურდულის დამოკიდებულება და თუნდაც გადაცემის დატოვებაც.

p.s. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მაგ გადაცემაში დრო განათლებულ კონსერვატორ ახალგაზრდებს დაეთმოთ?" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხარაზიშვილი.

0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0