x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლატექსი, თოკები და საყვარელი პოზები: ცნობილი ქალები იმაზე, თუ რა ხდება მათ საძინებლებში

image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელთა უმეტესობა თავისი ინტიმური ცხოვრების შესახებ როგორც წესი დუმს, ვინაიდან მშვენივრად იცის რომ მათი თამამი აღიარებების გარეშეც კი მთელმა მსოფლიომ მათი პირადი ცხოვრების შესახებ ისედაც ყველაფერი ზედმიწევნით იცის. ზოგიერთი ვარსკვლავი ჟურნალისტებისა და პაპარაცების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მათი ინტიმური ფოტოებისა თუ სხვადასხვა ჭორების შესახებ გავრცელებულ ამბებს მტკივნეულად აღიქვამს, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც რომლებიც თავიანთი ინტიმური ცხოვრების დეტალებს უპრობლემოდ აზიარებენ. სწორედ ასეთი თამამი და უკომპლექსო ქალბატონების სექსუალურ პრეფერენციებზე მოგიყვებით დღევანდელ სტატიაში. მაშ ასე...





რიანა


image


"ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლი მიყვარს, მაგრამ საძინებელში მინდა მორჩილი ვიყო. ეს სახალისოც კია, - განაცხადა ბარბადოსელმა ლამაზმანმა თავის ერთ - ერთ ინტერვიუში. შენ პატარა ლედის როლს თამაშობ, ის კი - მაჩო, მზადაა თოკებით შეგკრას და ის გაგიკეთოს რაც თავად სურს, და კიდევ - მიყვარს როცა მირტყამენ!"




მირანდა კერი


image


"მოდით ვიყოთ გულწრფელები, - მოუწოდა კერიმ ბრიტანულ გამოცემა "GQ"-ის ჟურნალისტს. - ალბათ, ბევრი ჩვენგანი დაკავებულა სექსით თვითმფრინავში. მე, მაგალითად, საშინლად აღმაგზნებს ის ფაქტი, რომ "ამას" ცაში ვაკეთებ და თან როცა ვიცი რომ ყველა მხედავს".



ევა ლონგორია


image


"არის რაღაც ძალიან სექსუალურია იმაში როდესაც მოვლენაზე კონტროლს კარგავ, - განაცხადა "სასოწარკვეთილმა დიასახლისმა" - ერთხელ ჩემმა ბოიფრენდმა აბრეშუმის ლენტებით შემკრა, მე კი მას ბოლომდე მივენდე. ეს იყო რაღაც საოცრება, მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია!"



ქლოი კარდაშიანი


image


"მისიონერული პოზის ატანა არ მაქვს: და რა არის იქ საინტერესო? - გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს კარდაშიანების ერთ - ერთმა დამ. "უპირატესობას "დოგი სთაილ" ვანიჭებ: ის კარგია როგორც ძირითადი კუნთებისთვის, ასევე ხელების გასაძლიერებლადაც."




კამერონ დიასი


image


"მიყვარს, როცა საყვარელი მამაკაცი ცხოველივით იქცევა", - განუცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჟურნალისტებს ქორწინებამდე.




კრისტინა აგილერა


image


ერთ - ერთ ინტერვიუში პოპ-ვარსკვლავმა აღიარა რომ საძინებელში მას ლატექსის კოსტიუმების მორგება განსაკუთრებით ხიბლავს!





სკარლეტ იოჰანსონი


image


"მომწონს როდესაც მამაკაცი პატარა პრინცესასავით მექცევა: მას მაშინვე ნდობას ვუცხადებ და სწრაფად ვთავისუფლდები". ჰოლივუდის ვარკვლავისთვის სექსში აგრესიულობა უცხოა.





0
455
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
455