x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მდიდარი "მამიკოების" შვილები გერმანიიდან ასე ცხოვრობენ და ერთობიან

imageარაბი უმდიდრესი შეიხების შვილები ფუფუნებაში ცხოვრობენ და ამას არც მალავენ, მათთვის ფუფუნებაში ცხოვრება მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თან აზიური ქცევის ნორმებიდან გამომდინარე ასე თუ ისე მაინც ტრადიციების ნაწილის დაცვა მაინც უწევთ.

აი გერმანელი მდიდრების შვილები კი იქცევიან ისე როგორც სიამოვნებთ, "ინსტაგრამზე" მათი გვერდები აჭრელებულია სუპერკარებით, ძვირადღირებული იახტებით, კერძო თვითმფრინავებით, საკუთარი ვერტმფრენებით თუ პირადად მათთვის ექსკლუზიურად შექმნილი საათებით.
ფუფუნებაში ცხოვრებას ვერავის აუკრძლავ ბუნებრივია, მაგრამ არის ერთი მაგრამ!

მდიდარი "მამიკოების" მერე როგორ იცხოვრებენ ეს ახალგაზრდები, რომლებსა გართობის და დროსტარების იქით აღარაფერი ადარდებთ.

არა, ისე ნუ გაიგებთ თითქოს ამათგან ყველა მუქთახორა და მამების "კისერზე მჯდომები" იყვნენ, ბევრი მათგანი ალბათუკვე დასაქმებულია მშობლების კომპანიებში და საკუთარი, ასე ვთქვათ "ჯიბის ფულიც" აქვთ, მაგრამ ყველა ასე რომ არაა ფაქტია.

ჩემი ძმა საკმაოდ დიდი ხანია რაც გერმანიის მოქალაქე გახდა და ერთერთ გერმანულ ავტო გიგანტში პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტია, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოყავს გერმანელი მეგობრები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ქართველების სტუმართმოყვარეობა, ქართული ხელოვნება, ქართული ბუნება, მაგრამ ძალიან უკვირთ ასეთ ლამაზ ქვეყანაში თუ რატომაა ასეთი სიღარიბე რეგიონებში.

როგორ გინდა აუხსნა დასაქმებულ და მაღალი ხელფასის მქონე ახალგაზრდა გერმანელს, საქართველოში საშუალო ფენა რომ არ არსებობს და მდიდრებად და ღატაკებად რომაა საზოგადოება დაყოფილი.

ქვეყანა რომელიც პრაქტიკულად არაფერს არ აწარმოებს სავსეა ოფიციალური მილიონერებით, საიდან ეს მილიონები არავინ კითხულობს ან ვინ უნდა იკითხოს, როცა ის ვინც უნდა მიხედოს სახელმწიფოს შენებას თავადაც კანონის გვერდის ავლითაა მულტიმილიონერად ქცეული.

ეჰ, მაინც გადახვევამ მომიწია მთავარი თემიდან. გერმანელების ცხოვრების დონეს რომ მივაღწიოთ საუკუნეები არ გვეყოფა ჩვენი მენტალობის და ხასიათის გადამკიდეებმა.

ჩვენი ახალგაზრდობა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებში ფლანგავს მშობლების ფულს, გერმანელი ახალგაზრდობა კი ამ დროს ასე ერთობა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
712
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
712