x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა" - თამთა მეგრელიშვილი
image

"ფაქტებით დასტურდება, რომ აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა", - აღნიშნულით საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი იური ლუცენკოს მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ყოფილი უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის და ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებულ აღძრულ საქმის დეტალებზე საუბრობს

თამთა მეგრელიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ფაქტებით დასტურდება და გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან; დასრულდა ექსპერტიზაც და დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრისას ხმა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს;

დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანომრილი ფული გამოიგზავნა მოსკოვიდან უკრაინაში და ფული გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს.

საქმის საბოლოო დასრულებამდეც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აფიორაში გაეხვა და დიდი ალბათობით უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც მოუწევს პასუხისგება. საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინაშიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა.

მან ძალიან კარგად იცოდა კურჩენკოსა და სხვა პირების (მათ შორის მის) წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული მიმდინარე საქმის მსვლელობის განვითარება და ამიტომ გამოიქცა საქართველოში.

დიახ, ის გამოიქცა საქართველოში რათა თავი აერიდრბინა უკრაინის კანონმდებლობისათვის. მძიმე პოლიტიკური ფიასკო, ფაქტია მძიმედ აისახა მის ფსიქიკაზე, რისი სამედიცინო ნიშნებიც სამწუხაროდ სახეზეა და ამას აღიარებენ თავად გვარამია და სხვები.

ფაქტია, უკრაინის განთავისუფლების იდეის სანაცვლოდ სააკაშვილმა დიდი ფული მოიპარა.

საქართველოში საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდა “საქართველოს გადასარჩენად მოვდივარო”- არადა ფაქტებით დადგინდა, რომ სინამდვილეში
უკრაინის სამართალს გამოექცა.

ასე დაინგრა მითი მიხეილ სააკაშვილის გმირობაზე. კაცი ორი სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ფულის ქურდია", – წერს თამთა მეგრელიშვილი.

* * *

„ყველა უბედურება რაც გვჭირს, მათ შორის სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს ე.წ ვარდების რევოლუციიდან“ – შალვა ნათელაშვილი


image


პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს ქართველ ერსა და მიხეილ სააკაშვილს სჭირს, ეს ვარდების რევოლუციის შედეგია. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით, რომლის მაშინდელ პრეზიდენტს ე.შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე,

გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან. რაც მთავარია სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა.

არადა, სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.” – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

სააკაშვილის საქართველოში შემოპარვამდე ნათელაშვილი კითხვაზე, რას შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და მისი განცხადება, რომ 3 ოქტომბერს გამოჩნდება მხარდამჭერებთან ერთად, ნათელაშვილის ამბობდა რომ, „სააკაშვილს ვინც ჰყავს მომხრე, ისევ ის დარჩება მომხრედ“.

„შეცვლა რაღაცა გლობალური ელექტორალური მასშტაბით, გამორიცხულია. პოლარიზაცია პარტიებს შორის ქვეყანაში მომხდარია, პასიური ელექტორატიც გამოკვეთილია გარემოებათა გამო, ამიტომ, რაიმე გარდამტეხი ძვრები მისი ჩამოსვლით არ იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, ის ახდენს ამ ყველაფრით საკუთარი ელექტორატის მობილიზებას და მოტივაციის ამაღლებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

0
744
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0