x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნორვეგიაში გამოვიდა საახალწლო ვიდეორგოლი, სადაც სანტა-კლაუსი გეია(ვიდეო)
imageნორვეგიის სახელმწიფო ფოსტა წელს ისე გამოირჩეოდა, როგორც არასდროს. სააგენტომ გაავრცელა სარეკლამო რგოლი სახელწოდებით: "როდესაც ჰარი შეხვდა სანტა კლაუსს", სადაც წმინდა ნიკოლოზი ... ხდება გეი.


”ეს წელი ძალიან რთული იყო ყველა ჩვენგანისთვის: გლობალური პანდემია, ლტოლვილთა კრიზისი და მრავალი სხვა”, - ამბობს ნორვეგიის ფოსტის მარკეტინგის დირექტორი მონიკა სოლბერგი.


დასკვნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ჩრდილოელებმა გადაწყვიტეს უბრალოდ დაასრულონ კაცობრიობა თავიანთი კრეატიულობით. Მაგრამ არა.


„ვფიქრობდით, რომ წელს გვჭირდებოდა თბილი და გულწრფელი სიყვარულის ისტორია“, - განმარტავს სოლბერგი.


image

რა თქმა უნდა, რა შეიძლება იყოს უფრო "გულისამაჩუყებელი", ვიდრე ორი მამაკაცის კოცნის პროცესი!

ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით - ნორვეგიელი, სახელად ჰარი, შეყვარებულია სანტა კლაუსზე.

სანტასაც ასევე აქვს სათუთი გრძნობები ჰარის მიმართ, მაგრამ მოვალეობის შესრულების გამო იძულებულია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოინახულოს. ამიტომ, ჰარი საშობაოდ მორთავს თავის სახლს და იცვამს ყველაზე ლამაზ სამოსს (როგორ შეიძლება გახსოვდეს ამ დროს დაბადებული მხსნელი იესო!) და ელოდება შეყვარებულ სანტას, როდის ესტუმრება ბინაში საკვამურის მილიდან საჩუქრებით ხელდამშვენებული.

წელს ჰარიმ ჩრდილო პოლუსზე მყოფ კავალერს წერილი მიწერა:( ეს არის ის, რასაც ფოსტათან აქვს საერთო) "ყველაზე ძალიან, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ".

შედეგად, საჩუქრებს მარდი ნორვეგიელი ფოსტალიონები არიგებენ, ხოლო სანტა -კლაუსი ამასობაში დღესასწაულს ჰარის გარემოცვაში ატარებს.

image

უნდა ითქვას, რომ ნორვეგიის საფოსტო სერვისი ტრადიციულად რბილად რომ ვთქვათ, საკამათო საშობაო ვიდეორეკლამებს უშვებს. ასე მაგალითად, გასულ წელს, რატომღაც, მათ გადაწყვიტეს ტრამპის პაროდირება - როგორც ჩანს, ისინი დაელოდნენ მის დამარცხებას არჩევნებში და შემდეგ თეთრი სახლის ყოფილი მეთაური გაამასხარავეს. შარშანწინ კი ფოსტის მუშაკებმა გაიგეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - იყო თუ არა ღვთისმშობელი მარიამი ქალწული?


0
320
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0