x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკაში ამო-ს შესასწავლად სპეციალური დანიშნულების ჯგუფი შეიქმნა
image

აშშ-ში პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განმარტეს მიზეზები, რამაც აიძულა სამხედროები შეექმნათ სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო-ს, UFOs) შესასწავლად და საჭიროების შემთხვევაში მასთან დასაპირისპირებლად.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაყოფის მიზანი იქნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამო-ს დროული აღმოჩენა და იდენტიფიცირება და ის ჩაანაცვლებს გასულ ზაფხულს შექმნილ "ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე" მომუშავე ჯგუფს.

ამო-ს შესწავლის ასეთი აქტივობის მიზეზი გახდა აშშ-ს კონგრესში წარდგენილი სადაზვერვო საზოგადოების მიერ წარგენილი ანგარიში. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ფოტო-ვიდეო მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ვერ მოხერხდა სამხედრო მფრინავების ხედვის არეში მოქცეული ამოუცნობი ობიექტების იდენტიფიცირება“.

-ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, იდენტიფიცირებულ თუ დაუდგენელს და სათითაოდ ვიკვლევთ მას. ნებისმიერი ობიექტის ჩვენს სივრცეში შეჭრა უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის ფრენებს და ოპერაციებს, ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას, - ციტირებს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას The New York Post-ი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2004 წლიდან აშშ-ს ხელისუფლებამ გამოიძია დაუდგენელი მფრინავი ობიექტების გამოჩენის 144 შემთხვევა, რომლებმაც განავითარეს თანამედროვე თვითმფრინავებისთვის მიუწვდომელი სიჩქარე და მათი მოძრაობის ტრაექტორია ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა.

ცნობილია, ამო-ს ახალ გუნდში, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის თანამშრომელთა გარდა, აშშ-ის არაერთი სამთავრობო უწყების წარმომადგენელიც მოხვდება. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას. ასე რომ, როგორც ჩანს, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თვალთვალის საკითხს.

სამხედროებს ჯერ არ უთქვამთ, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებენ ამო-ს ფენომენების შესასწავლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი ანალიტიკოსების აზრითაც კი, შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკარგა პოზიციები ჰიპერბგერითი შეიარაღებისთვის რბოლაში, არ არის გამორიცხული, რომ პენტაგონს არამიწიერი ტექნოლოგიების შესწავლაზე ჰქონდეს აქცენტი გადატანილი.


image

ასევე იხილეთ


ამერიკაში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი უცხოპლანეტელებზე აშშ-ს ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინესმა აღიარა, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს. სპეცსამსახურების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად ექვემდებარება CIA-ს და FBI-ის უწყე...



გაერო-ს გენერალური ასამბლეის ცნობილ დარბაზში, რომლის შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია განთავსებული, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელშიც დინოზავრი ტრიბუნიდან მიმართვას ავრცელებს - დაფიქრდნენ, კაცობრიობის, როგორც სახეობის შენარჩუნებაზე. - დადგა დრო ადამიანებმა შეწყვიტონ თავის მართლება და დაიწყოს ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელება....


ზუსტად 45 წლის წინ თეირანში, მოხდა ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი, რომელიც "თეირანის ინციდენტის"სახელითაა ცნობილი .იგი ითვლება ტოპ-10 საუკეთესო და რეალურ ინციდენტად მსოფლიო ისტორიაში. 1976 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, ირანის საჰაერო ძალებ...


ინტერნეტ მომხმარებლები ცდილობენ მოუძებნონ გონივრული ახსნა ამ იდუმალ ფენომენის. ინტერნეტში გამოჩნდა ნიუ იორკის(აშშ)მკვიდრის ვიდეო, რომელმაც მოახერხა უკიდურესად უცნაური ციური ფენომენის გადაღება კამერაზე. მაშ ასე, მიმდინარე წლის 25 ივლისს მან მთვარის მახლობლად შენიშნა რამდენიმე უცნაური ობიექტი, რომლებიც დედა...



რატომ ჩამოვარდა უცხოპლანეტელა ხომალდი იაკუტიის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამ თვეზე მეტხანს ეგდო იმავე ადგილზე? სად გაქრა ამო და რა დაემართათ მის ექვსთითიან პილოტებს? ასევე რა ექსპერიმენტები ჩაატარეს საიდუმლო ლაბორატორიაში საბჭოთა მეცნიერებმა მის აღდგენაზე, ქვემოთ მასალაში გაეცნობით. ინფორმაცია, რომ ამოუცნობი მფრინავი...

0
215
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0