x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ მამაკაცი ამ 3 თვისებას არ გიწონებთ, არ უყვარხართ
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.

საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.


image

როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.

ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა.

ყველა ურთიერთობა გულისხმობს კომპრომისებს, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ადამიანი და არავის გულისთვის არ უნდა შევცვალოთ ჩვენი ინტერესები და სურვილები.

image



თუ მამაკაცი ამ 3 თვისებას არ გიწონებთ, არ უყვარხართ

პირადი მიზნები - თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ საერთო მიზნები, ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი პიროვნული ზრდა - განათლება, ახალი ჰობი და ა.შ. პირადი მიზნების ქონა ეგოისტური არ არის, ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ურთიერთობასაც.

ხასიათი - ბიჭები ხშირად არჩევენ გოგონებს მისი ხასიათის მიხედვით. ხასიათის და გარკვეული თვისებების შეცვლა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოს ვინმეს ზეწოლის გამო. თუ მეგობარი ბიჭი (ქმარი) გეუბნებათ, რომ უყვარხართ, მაგრამ პარალელურად მოითხოვს თქვენს ცვლილებებს, ეს სიყვარული არ არის.

მეგობრები - საერთო მეგობრები მშვენიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია გყავდეთ საკუთარი მეგობრები, რომლებთანაც დროდადრო გაატარებთ დროს თქვენი მამაკაცისგან განცალკევებით. თუ მას უყვარხართ, არ შეეწინააღმდეგება ამ ფაქტს.


1
1601
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1601
  
2021, 2 დეკემბერი, 3:08
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1