x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცით, რომ მთელი ცხოვრება თხილეულს არასწორად მიირთმევდით?
როგორი საინტერესოა ცხოვრება, რადგან მის გზაზე, თითოეულ ეტაპზე რაღაც ახალ და საინტერესოს იგებ და სწავლობ. ალბათ ის ფაქტიც გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ მთელი ცხოვრებაა თხილეულს არასწორად მიირთმევდით, რადგან როგორც გვეუბნებიან, მშღალი თხილი საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. საინტერესოა, როგორ?



image



თხილი, ისევე როგორც ყველა მარცვლეული, შეიცავს ფიტინის მჟავას. ეს მჟავა იცავს მათ ცხოველებისგან, აძლევს მათ მომწიფების შესაძლებლობას. თხილში ფიტინის მჟავის ნარჩენები ართულებს საჭმლის მონელების პროცესს. მაგრამ, თხილს თუ დაასველებთ, მავნე მჟავა გამოიდევნება და საშიში აღარ იქნება მისი მირთმევა. წყალი მოქმედებს როგორც მავნე მჟავე ფერმენტების ინჰიბიტორი, რომელშიც ისინი იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დასველებით თხილს უფრო ადვილად აითვისებს ორგანიზმი, ვიტამინების შეწოვის პროცესი კი უფრო სწრაფი და სრულყოფილი გახდება. გარდა ამისა, თუ თხილს დაასველებთ თბილ წყალში, უფრო ადვილად მოაცილებთ კანს.



image




მაგრამ, იმის ცოდნაც საინტერესოა, თუ რა დროის მანძილზე უნდა მოხდეს თხილეულის ჩალბობა წყალში, ვინაიდან მჟავე ფერმენტების გამოდევნის პროცესი ყველას შემთხვევაში, სხვადასხვა დროის პროცედურაა.



image


აი, რა დრო ჭირება ყველა სახის თხილეულის ჩალბობას:



1. ნიგოზი - 8 საათი;

2. ნუში - 12 საათი;

3. პეკანი - 8 საათი;

4. გოგრის თესლი - 7 საათი;

5. მაკადმიის თხილი - 4 საათი;

6. ფიჭვის კაკალი - 8 საათი;

7. თხილი - 8 საათი;

8. კეშიუ - 6 საათი;

9. სელის თესლი - 6 საათი;

10. იონჯის თესლი - 12 საათი;

11. ბროკოლის მარცვლები – 8 საათი.



დაიმახსოვრეთ: თუ თხილეულის ჩალბობას გადაწყვეტთ, თასში წყალი 8 საათის შემდეგ უნდა გამოცვალოთ. (იმ თხილეულის შემთხვევაში, რომელთა ჩალბობა 8 საათზე მეტ დროს ითვალისწინებს)




შეგახსენებთ, რომ ნიგოზი შეიცავს A, B1, В12, В2, С, В15, К, РР, Е, ვიტამინებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. იგი ასევე შეიცავს მინერალებს: ფოსფორს, კალიუმს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს.

1
576
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
576
  
2021, 26 ნოემბერი, 12:25
საინტერესოა, "სწავლა სიბერემდეო"...
0 1 1